ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა სამართლის ცალკეულ ინსტიტუტებთან მიმართებით, კერძოდ, მოდული მიზნად ისახავს, მონაწილეებმა შეძლონ ჩაწვდნენ სამართლის არსს, მის ნიშნებსა და ფუნქციას, გაეცნონ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს. მიღებული თეორიული მასალების, სავარჯიშოებისა და მაგალითების საშუალებით ზღვარი გაავლონ სამართალსა და მორალს შორის; გაიაზრონ ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, გაიგონ რომელი უფლებებია დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით, გააანალიზონ მათი ურთიერთმიმართება; მიიღონ ინფორმაცია უფლების დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ტრენინგის მონაწილეებმა შეიმეცნონ უფლების დაცვის საშუალებები, უფლების სასამართლო წესით დაცვა, ზოგადი შთაბეჭდილება შეექმნათ სასამართლოს სისტემაზე, სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპებსა და სტადიებზე.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სამართალი და მისი ადგილი ქვეყანაში, სამართლის ნიშნები, სამართლის ცნების გამიჯვნა „მორალის“ ცნებისგან; სამართლის წარმოშობა;
  • კერძო და საჯარო სამართალი;
  • ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი;
  • ადამიანისა და მოქალაქის უფლებები, ჩარევა უფლებაში, კონკრეტული უფლებების,  სიცოცხლის და რელიგიის თავისუფლების განხილვა;
  • სასამართლო სისტემა, საქმისწარმოების ეტაპები და პრინციპები;

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე ტრენინგი თარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტებით გათვალისწინებულ მიზნობრივ ჯგუფებთან.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3,5 საკონტაქტო საათი.