ტრენინგის მიზანი:
ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა უმეტესობა მარტივი სახისაა და როგორც წესი, მასში მონაწილეობს ერთი კრედიტორი და ერთი მოვალე. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო მოდელიც, ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში ერთი მოვალისა და ერთი კრედიტორის არსებობის პრეზუმფციიდან გამოდის. თუმცა თანამედროვე ეკონომიკურ-სამართლებრივ რეალობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა რთულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა მატების ტენდენცია, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეზე, ან ორივეზე ერთდროულად რამდენიმე კრედიტორი ან მოვალე მონაწილეობს. სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით - სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა. გამომდინარე აღნიშნულიდან, სამოქალაქო ბრუნვაში ხშირია სამოქალაქო ურთიერთობები, რომელშიც მხარეებად ერთდროულად რამდენიმე პირი მონაწილეობს.
ტრენინგის მიზანია მონაწილეთა ინფორმირება ურთიერთობებში პირთა სიმრავლის დროს სოლიდარული უფლებამოსილებისა და სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების, სახეების, შეწყვეტის, საპროცესო თანამონაწილეობისა და მოთხოვნის პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების-თავდებობის შესახებ, როგორც დოქტრინალური მოსაზრებების, ისე სასამართლო პრაქტიკის თაობაზე. ტრენინგი ხელს შეუწყობს ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ისეთ მნიშვნელოვან თემაზე როგორიცაა, კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, იურისტთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტის კვალიფიკაციით მათ აღჭურვას.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საბანკო, მიკროსაფინანსო, საადვოკატო საქმიანობით დაკავებული იურიდიულ პირების წარმომადგენლებს, შესაბამის საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი.