ტრენინგის მიზანი:
თანამედროვე პირობებში, როდესაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაამარტივა ინფორმაციის გაცვლა, გამარტივდა ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ზოგადად, ნებისმიერი მომსახურება, დაფუძნებულია მონაცემთა დამუშავებაზე და ამ ფონზე, აქტუალური გახდა ინფორმაციის გაცემის წესების დადგენა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა. სადღეისოდ, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტი ქვეყნის სამართლის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება. ტრენინგი შეეხება პერსონალური მონაცემების საერთაშორისო - სამართლებრივი რეგულირების საკითხებს, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნულ-სამართლებრივ ასპექტებს. მსმენელები დეტალურად შეისწავლიან პერსონალური მონაცემების არსს, მონაცემთა დაცვის უფლების შინაარსს, მის ბუნებასა და როლს „კერძო ცხოვრებისა“ და „პირადი საიდუმლოების“ დაცვის კუთხით. ტრენინგი ასევე შეეხება ინფორმაციის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს, როგორც კონკურენტულ უფლებებს და ამ ორი უფლების სწორად დაბალანსებას, ინფორმაციის გაცემისას.
ტრენინგის მიზანია პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დამკვიდრება, საკითხთან დაკავშირებით ტრენინგის მსმენელების პროფესიული ზრდა და ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბება პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემისას. ტრენინგის მონაწილეებს უნდა შეექმნათ სწორი წარმოდგენა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, უზრუნველყოს ოფიციალურ წყაროებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამასთან, სწორად განსაზღვრონ შემთხვევები, როდესაც აუცილებელია მონაცემთა დეპერსონალიზაცია. ასევე ინფორმაციის გაცემისას, სწორად დაადგინონ ინფორმაციისა თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების ბალანსი.
ტრენინგის მიზანია ასევე მონაწილეებმა გაიაზრონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები. ასევე მონაცემთა სუბიექტის უფლებები და დამმუშავებლის ვალდებულებები და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, უფლების დაცვის მექანიზმები და დამრღვევის პასუხისმგებლობის საფუძვლები.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.