ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ტრეინინგის მიზანია მონაწილეებს შეუქმნას მყარი ცოდნა კონსტიტუციის განმსაზღვრელი როლის და მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიულ, სამართლებრივ და სოციალურ სახელმწიფოში; დაანახოს კონსტიტუციონალიზმის დოქტრინის არსი, გააცნობიერებინოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობა; გააცნობიერებინოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსაზღვრულ  კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემაში საკუთარი სამსახურისა თუ კონკრეტული სამსახურებრივი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების როლი და ადგილი; დაეხმაროს საჯარო მოხეელეებს ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებებისა და  პრინციპების, როგორც მათი ყოველდღიური საქმიანობის წარმმართველი, სახელმძღვენლო ორიენტირების, უკეთ გააზრებაში; განუმტკიცოს ის ჩვევები და უნარები, რაც დაკავშირებულია ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებებისა და პრინციპების - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ხელისუფლებათა დანაწილების, მათი ურთიერთშეკავების,  ურთიერთგაწონასწორებისა და დაბალანსების, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევისა და კანონით ბოჭვის, საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის, კონსტიტუციურ ორგანოთა უფლებამოსილებებისა და მათი ურთიერთიმართების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებასთან.

ტრეინინგის ძირითადი თემები:

  • თანამედროვე სახელმწიფო, კონსტიტუციონალიზმის დოქტრინა და საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია;
  • ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებები - დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო;
  • ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით;
  • საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში;
  • საქართველოს პრეზიდენტის როლი და ადგილი საპარლამენტო რესპუბლიკაში;
  • საკანონმდებლო ხელისუფლება;
  • აღმასრულებელი ხელისუფლება;
  • სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულება, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა;
  • ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ტრეინინგში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო მოსამსახურეებს და პირებს, რომელთაც აქვთ  საჯარო სამსახურში საქმიანობის სურვილი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი.