ტრენინგის მიზანი:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირს, რომლის შექმნის მიზანია სამოქალაქო ბრუნვისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა.
იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო უფლებათა დიდი ნაწილის წარმოშობა სწორედ ამ უწყების მიერ მის აღიარებასა და რეგისტრაციას უკავშირდება, მრავალრიცხოვანია იმ მოქალაქეებისა და იურიდიული პირების რიგები, რომელთაც მიზნის მისაღწევად ესაჭიროებათ ამ სუბიექტის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სარეგისტრაციო პრაქტიკის ცოდნა.
ტრენინგის მიზანია, აამაღლოს ტრენინგის მსმენელების ცოდნა და ცნობიერება და ამ გზით გაუმარტივოს მათ საჯარო რეესტრთან ურთიერთობა. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ყველა აქტუალური იურიდიული საკითხი და გავრცელებული ხარვეზები, რაც მიზნის მიღწევაში უშლის ხელს დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები დამოუკიდებლად შეძლებენ ჩაერთონ საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პრაქტიკოს იურისტებს, საბანკო, მიკროსაფინანსო, საადვოკატო საქმიანობით დაკავებული იურიდიულ პირების წარმომადგენლებს, შესაბამის საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი.