ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ადმინისტრაციულ საქმეებზე მუნიციპალიტეტის სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული ასპექტების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზე წარმომადგენლობასთან.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპები; ადმინისტრაციული პროცესის სამართლებრივი საფუძვლები, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის განსხვავება და მათი ურთიერთმიმართება.
  • განსჯადობა.
  • მოსამართლეთა საქმის განხილვაში მონაწილეობა და მათი აცილების სამართლებრივი საფუძვლები.
  • პროცესის ხარჯები, საპროცესო ვადები და მტკიცებულებები.
  • მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირები).
  • სარჩელის, შესაგებელის შედგენის ზოგადი ტექნიკა.
  • გამწესრიგებელი სხდომა, გამარტივებული სამართალწარმოება და დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
  • გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინება; აპელაცია და კასაცია, საქმის წარმოების განახლება.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.