ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით, ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებების გაცნობით, საჯარო სტრუქტურების იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც განსაზღვრულნი არიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირებად, აგრეთვე, მოხელეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევასა და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.

ტრენინგის ძირითადი თემები:   

  • საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კუთხით, ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი საფუძვლები.
  • ადმინისტრაციული წარმოების დაწყება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განცხადების განხილვა.
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
  • საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება.
  • ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფარგლებში მოხელის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
  • ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება.
  • ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
  • საჯარო რეესტრის წარმოება.
  • საჯარო ინფორმაციის თაობაზე ანგარიშის წარდგენა/გამოქვეყნება.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.