ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი აერთიანებს სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც აწესრიგებს საჯარო მმართველობის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობის საკითხებს, მათ მიერ მმართველობითი ფუნქციების განხორციელებას და ადმინისტრაციულ წარმოებას. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარმოადგენს ძირითად „სახელმძღვანელოს“. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განახორციელოს რაიმე ქმედება. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების, ნორმებისა  და პროცედურების სრულყოფილ ცოდნას აქვს განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არა მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

ტრენინგი ითვალისწინებს კაზუსების ამოხსნით, სიტუაციური ანალიზით,  უახლესი სასამართლო პრაქტიკის განხილვით ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების, ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხების სწავლებასა და პრაქტიკული გამოყენების უნარის განვითარებას.

ტრენინგის ძირითადი თემები:   

  • საჯარო მმართველობის ცნება და ადგილი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში;
  • ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრინციპები და საქმიანობის სამართლებრივი ფორმები;
  • ინფორმაციის თავისუფლება;
  • საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლები;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
  • გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება;
  • ადმინისტრაციული წარმოების სახეები;
  • ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
  • ადმინისტრაციული წარმოება დამოუკიდებელ ორგანოში;
  • ადმინისტრაციული ხელშეკრულება;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების საშუალებები და წესი;          
  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ინსტიტუტი. 

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მოხელეებს და ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.