ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნაფიცი მსაჯულების შეხედულებაზე, მნიშვნელოვანი ხდება დარწმუნების ფსიქოლოგიის თეორიის გაცნობა. დარწმუნებას დიდი ძალა აქვს. დარწმუნება ყველა სფეროში არსებითია: პოლიტიკაში, მარკეტინგში, ბიზნესში, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს და, ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში. ამდენად, საინტერესოა, რა ფაქტორები ახდენს გავლენას დარწმუნებაზე; რა არის საჭირო იმისათვის, რომ თავად კომუნიკატორი და მისი შეტყობინება  იყოს დამარწმუნებელი; და თუ საფრთხეა იმისა, რომ სხვა კომუნიკატორი ცდილობს მანიპულირებას, როგორ ამოვიცნოთ მის მიერ გამოყენებული დარწმუნების ტაქტიკა. კურსის განმავლობაში დარწმუნების ფსიქოლოგიის თეორიები განიხილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კონტექსტში.

ტრენინგის თემები:

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • კომუნიკაცია და დარწმუნება;
  • დარწმუნების ფსიქოლოგიის ძირითადი კანონზომიერებები;
  • დარწმუნების ტექნიკები;
  • დარწმუნების ელემენტები;
  • ფაქტორები, რომლებიც დარწმუნების პროცესზე ახდენს ზემოქმედებას;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია და არგუმენტაციის ტექნიკები.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ დარწმუნების თეორიები და გამოიყენონ პრაქტიკაში დარწმუნების, ასევე, არგუმენტაციის სხვადასხვა ტექნიკა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: კურსის გავლა შეუძლია საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირის.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე (21 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1 ან 2- დღიანი ტრენინგის ჩატარება.