ტრენინგი

ტრენინგის აღწერა:  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება გადამწყვეტი ფაქტორია ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორისთვის. დღეს ორგანიზაციებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხი არა მხოლოდ სასურველი, არამედ სავალდებულოა, რადგან მომხმარებელი მომსახურების მაღალ სტანდარტზეა ორიენტირებული და სულ უფრო და უფრო მეტად მომთხოვნი ხდება სერვისისადმი. ხშირად მომსახურების მაღალი ხარისხი სწორედ ის კონკურენტული უპირატესობაა, რომელიც განაპირობებს ორგანიზაციების წარმატებას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ეფექტიანი მომსახურების დანერგვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა;
  • მომსახურებისა და გაყიდვის ინტეგრირებული პროცესი;
  • სწორი კანდიდატების შერჩევა მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში;
  • კლიენტის საჭიროების განსაზღვრა;
  • კლიენტების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული სისტემა;
  • მომსახურე პერსონალის მოტივაციის სისტემა;
  • მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემა.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, მართონ სერვისთან დაკავშირებული სირთულეები და სიტუაციები, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება კომპანიის შედეგებზე. მენეჯერები შეძლებენ მომსახურების სტანდარტების შექმნას და დახვეწას გრძელვადიანი გაუმჯობესების მიღწევის მიზნით.

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისა და ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე (21 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1, 2 ან 4- დღიანი ტრენინგის ჩატარება.