ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: ორგანიზაციების წარმატებული ფუნქციონირება დამოკიდებულია სტრატეგიულ მენეჯმენტზე.სტრატეგია არის განსაზღვრული წესებისა და ქმედების ერთობლიობა, რომლითაც ხელმძღვანელობს ორგანიზაცია მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის მიზნების განხორციელება. სტრატეგია არის კომპლექსური გეგმა, რომელიც განკუთვნილია ორგანიზაციის მისიის განსახორციელებლად. ამდენად, მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული მენეჯმენტის მეთოდოლოგიის სწორად გამოყენებას, რასა შესაბამისი ტრენინგი სჭირდება.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა;
  • ორგანიზაციული თვითშეფასება და გარემოს ანალიზი;
  • ხედვისა და მისიის ჩამოყალიბება;
  • სტრატეგიული მიზნების, ამოცანებისა და შედეგების განსაზღვრა;
  • ოპერაციული დაგეგმვა;
  • სტრატეგიული ინტერვენციების დაფინანსება;
  • შესრულების შეფასება და ინდიკატორების შემუშავება;
  • M&E - სამუშაო გეგმის შედგენა და სისტემის შემუშავება

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდებისა და საშუალებების განსაზღვრა, ანალიზების (SWAT და PEST) განხორციელება, გაზომვადი სტრატეგიული (SMART) მიზნების ფორმულირება, სტრატეგიული გეგმის მონახაზის შექმნა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისა და ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1 ან 3 -  დღიანი ტრენინგის ჩატარება.