ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: ორგანიზაციაში ცვლილებების აუცილებლობას ცვალებადი გარემო განაპირობებს, რომელშიც ის ფუნქციონირებს. იმისათვის, რომ ორგანიზაცია განვითარდეს, აუცილებელია, ფეხი აუწყოს გარემოში მიმდინარე ცვლილებებს. ორგანიზაციული ცვლილებები გარემოსთან ადაპტაციისა და შეგუების მექანიზმს წარმოადგენს, რაც ორგანიზაციის წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცვლილებების გატარების დროს აუცილებელია სწორი დაგეგმვა, რასაც შესაბამისი ცოდნა და უნარები სჭირდება.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ორგანიზაცია, ორგანიზაციის კომპონენტები;
  • ცვლილებების საჭიროება, ორგანიზაციული ცვლილების გამოწვევები;
  • ცვლილებების დონეები, ცვლილებების ტიპები;
  • ცვლილებების პოზიტიური და ნეგატიური შედეგები;
  • ცვლილებების მართვის განსხვავებული მიდგომები;
  • ცვლილებების მართვის ტექნიკები და სტრატეგია.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ ცვლილების მართვის საჭირო მიდგომა, შეადგინონ ცვლილების მართვის გეგმა, ასევე, მართონ ცვლილების პროცესში წარმოშობილი ნეგატიური შედეგები (კონფლიქტი, წინააღმდეგობა, ნეგატივიზმი და ა.შ.).

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგი განკუთვნილია სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისა და ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე (21 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1 ან 2- დღიანი ტრენინგის ჩატარება.