ტრენინგის აღწერა: წლების წინ, როდესაც წამყვანმა კომპანიებმა საკუთარ წარმოებაში გუნდური მუშაობის პრინციპი შემოიღეს, ეს დიდი იშვიათობას წარმოადგენდა. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ორგანიზაციებმა სწორედ გუნდური მუშაობის პრინციპზე გადასვლით შეძლეს უფრო წარმატებული და ეფექტიანი ფუნქციონირება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ გუნდი უკეთ უმკლავდება წამოჭრილ პრობლემებს და უფრო ადვილად ეგუება ცვლილებებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის დანაყოფი თუ დეპარტამენტი. გუნდს შეუძლია სწრაფი მობილიზება, პრობლემის დაყენება, გადაჭრა და შემდეგ სწრაფადვე დაშლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდური მუშაობის პრინციპის მქონე ორგანიზაციებში განსაკუთრებული საზრუნავი უჩნდება მენეჯმენტს. გუნდი მუდმივად ითხოვს დემოკრატიულ ცვლილებებს და მოტივაციის ამაღლებას, რასაც შესაბამისი ცოდნა და უნარები სჭირდება.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ გუნდური მუშაობის უპირატესობები, ანალიზი გაუკეთონ თავიანთ სამსახურებში გუნდური მუშაობის შესაძლებლობებს, განსაზღვრონ საკუთარი გუნდის (თუ ასეთი არსებობს) განვითარების ეტაპი, შეაფასონ საკუთარი თავი როგორც გუნდის მოთამაშე.
ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: კურსი განკუთვნილია იმ მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის, რომელთა ორგანიზაციებს ან/და დეპარტამენტებს სჭირდებათ გუნდური მუშაობა წარმატების მისაღწევად, ასევე, მათთვის, ვისაც სურს გუნდური მუშაობის პრინციპის გაგება როგორც პიროვნების ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციის მნიშვნელობა.