ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ჩართულია მოლაპარაკების პროცესში. ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ მოლაპარაკებებში ვატარებთ, შედეგი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ვფლობთ მოლაპარაკების უნარ-ჩვევებს, რადგან კარგად წარმართული მოლაპარაკება აძლიერებს თანამშრომლობას, ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარებას და აიოლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ მოლაპარაკების ძირითად ტექნიკებს.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • მოლაპარაკების პრინციპები;
  • მოლაპარაკების ძირითადი ელემენტები;
  • მოლაპარაკების სტრატეგიები;
  • მოლაპარაკების ტაქტიკები;
  • მედიაცია;
  • მოლაპარაკების მართვა;
  • მოლაპარაკების სტილი;
  • ბარიერები მოლაპარაკების პროცესში.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ მოლაპარაკების სახეები და პრაქტიკაში გამოიყენონ ეფექტიანი მოლაპარაკების ჩასატარებლად საჭირო თეორიული ცოდნა და ტექნიკები.

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, თუმცა, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი საქმიანობის დროს ჩართულნი არიან საქმიანი მოლაპარაკების პროცესში და სურთ, დაეუფლონ მოლაპარაკების ხელოვნებას. სასურველია, თუ მონაწილეს გავლილი ექნება ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრეზენტაციული უნარების ტრენინგი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 4 დღე (28 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე,შესაძლებელია 1, 2 ან 3-დღიანი ტრენინგის ჩატარება.