ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: თანამედროვე ცხოვრების სწრაფი და ცვალებადი ტემპის გამო ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ერთდროულად ბევრი რამ აკეთონ. ისინი წუხან, რომ მათი მომავალი ბუნდოვანია, პირადი ცხოვრებისთვისა და დასვენებისათვის კი დრო არასაკმარისი. დროის ქრონიკული უკმარისობის პირობებში, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ დრო რაციონალურად და ეფექტიანად.

 

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • დრო როგორც კრიტიკული, არადაგროვებადი რესურსი;
  • დროის მართვის ძირითადი პრინციპები და მეთოდები;
  • ვილფერდო პარეტოს პრინციპი - 80:20;
  • ეიზენჰაუერის მატრიცა;
  • დროის მართვის „GთD“ მეთოდი;
  • „ABჩ“ ანალიზი;
  • ქრონოფაგები, დროში გადადების ტენდენცია;
  • დელეგირება;
  • თვითმენეჯმენტი.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განსაზღვრონ დროის მართვის მნიშვნელობა და გამოიყენონ დროის მართვის ტექნიკები, რაც გაზრდის  მათ ეფექტიანობას.

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს დროის მართვის უნარების გაუმჯობესება. სასურველია, მონაწილეს გავლილი ჰქონდეს სტრესის მართვის ტრენინგი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 2 დღე (14 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე,შესაძლებელია 1-დღიანი ტრენინგის ჩატარება.