ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ორგანიზაციებისთვის, საჭიროა ტენდერის ჩატარების ეტაპებისა და  პროცედურებისა საფუძვლიანი ცოდნა, რაშიც სახელმწიფო შესყიდვების კურსის გავლა დაგეხმარებათ.

ტრენინგის ძირითადი თემები/საკითხები:

  • სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და მისი ფუნქციები.
  • სახელმწიფო შესყიდვის ბიზნეს-პროცესი, ბაზრის კვლევა;
  • შესყიდვის დაგეგმვა,  ერთგვაროვნების დადგენა, მონეტარული ზღვრები, გეგმის რეგისტრაცია - ePLAN, გეგმის კორექტირება, მრავალწლიანი შესყიდვა.
  • გამარტივებული შესყიდვა: სააგენტოსთან შეთანხმება, პროცედურები; გამარტივებული შესყიდვა: შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით;
  • გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაა: ცვლილება ხელშეკრულებაში, ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები;
  • ელექტრონული ტენდერი: ელექტრონული     ტენდერის გამოცხადებამდე გასატარებელი პროცედურების განხილვა,     სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ძირითადი პრინციპები, მისი განმარტების საშუალება და პროცესი,  ცვლილებების განხორციელების საშუალება, პირობა და ვადა.
  • ელექტრონული ტენდერი: სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების შედგენა, ცვლილებები, ტენდერის გამოცხადება, კითხვა/პასუხი
  • ელექტრონული ტენდერი, სატენდერო წინადადების წარდგენა, ვადები, ელექტრონული ვაჭრობა, ოქმის შედგენის/გამოქვეყნების  პრაქტიკა და ვადები, ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების გამოქვეყნების თავისებურება.
  • შერჩევა/შეფასება ("ტენდერი არ შედგა", "დასრულებულია უარყოფითი შედეგით", "ტენდერი შეწყვეტილია"), დისკვალიფიკაცია ტექნიკური შეუსაბამობის გამო, არაკეთილსინდისიერი ქმედება გამარჯვების მოპოვებისათვის, სატენდერო წინადადებაზე და ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა და სხვა.
  • კონსოლიდირებული ტენდერი, ამხნაგობა, ერთობლივი, NAT ტენდერი
  • DAP ტენდერი, TEP (პრეკვალიფიკაციით) ტენდერი;
  • კონკურსის მომზადება - საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება, გამოცხადება, შედეგების განხილვა;
  • ორეტაპიანი ტენდერი (MEP), სამართალდარღვევები
  • შავი სია და თეთრი სია, დავები, ანგარიშგება
  • CPV კოდები;

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში ან/და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენაში და გადაჭრის გზების მოძიებაში. გააცნოს მსმენელებს ამ სფეროში არსებული გამოცდილება, გადასცეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და შესძინოს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი: კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც ახლად დასაქმებულია ან/და სურს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქმიანობის დაწყება; პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ბიზნეს-პროცესში ან დაინტერესებული არიან სახელმწიფო შესყიდვების  საფუძვლების შესწავლით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 5  დღე (15 სთ.) სამიზნე ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხანგრძლივობის დამკვეთზე მორგება.