ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია განსაზღვროს მომსახურების ზუსტი ღირებულება, რაც მას საშუალებას მისცემს შეაფასოს კონკრეტული მომსახურების სარგებლიანობა და შეიმუშაოს მისი დანახარჯების ოპტიმიზაციის გეგმა, რაც ხელს შეუწყობს სერვისის დახვეწასა და ორგანიზაციის შემოსავლების გაზრდას.

 ტრენინგის ძირითადი თემები/საკითხები:

  • სახელმწიფო მომსახურების და ხარჯთაღრიცხვის კონცეფციების არსი;
  • ხარჯთაღრიცხვის ABC მეთოდის არსი, მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია/ცნებები/კონცეფციები და მისი განხორციელების პროცედურა დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით;
  • ხარჯთაღრიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის განსაზღვრის პროცედურები;
  • განსხვავება ხარჯთაღრიცხვის დანიშნულებას და მისი წარმოების პროცედურების ფასწარმოქმნასა და ბიუჯეტის განაცხადის მომზადებას შორის;

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია  სახელმწიფო სერვისების თვითღირებულების დადგენის მეთოდოლოგიასთან გაცნობა. ტრენინგის საშუალებით მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფო სერვისების თვითღირებულების დადგენასთან დაკავშირებულ ცნებებს და პროცედურის განხორციელებისთვის საჭირო ეტაპებსა და ინფორმაციას.

 სამიზნე ჯგუფი: ტრენინგი საინტერესო იქნება სერვისის მიმწოდებელ საჯარო ორგანიზაციაში  დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც სურთ ზუსტად განსაზღვრონ გაცემული სერვისის ღირებულება.

 ტრენინგის ხანგრძლივობა: 3  დღე (12 სთ.) სამიზნე ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხანგრძლივობის დამკვეთზე მორგება.