ტრენინგი

 ტრენინგის აღწერა: თანამედროვე ტექნიკურმა პროგრესმა წერილობითი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის აუცილებლობა განაპირობა. კონსერვაციის ახალი შესაძლებლობები გამოიკვეთა, ამდენად, რესტავრაცია-კონსერვაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტების ცოდნის გაუმჯობესება აუცილებელია, რათა ინტერდისციპლინარულ კვლევებზე დაყრდნობით,  წერილობითი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის პროცესი სწორად დაიგეგმოს და წარიმართოს; დაზიანების გამომწვევი მიზეზები და მოსალოდნელი საფრთხეები განისაზღვროს, სარესტავრაციო მასალები და მეთოდები შეირჩეს.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული წერილობითი მასალა; მათი დამზადების ტექნიკური პროცესი;
  • საწერი მასალის რაობა, მათი დამზადების ტექნოლოგია;  კოდექსისა და გრაგნილის ფორმირება; 
  • რესტავრაცია-კონსერვაციაში გამოყენებული მასალები, მათი შერჩევისა და გამოყენების ძირითადი პრინციპები და მეთოდები.

 

ტრენინგის მიზანი: წერილობითი ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიღება, პრევენციული კონსერვაციის თანამედროვე სტანდარტებისა და საკონსერვაციო მასალების შერჩევის ძირითადი პრინციპების გაცნობა (დარგის ეთიკის შესაბამისად).

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები ხელნაწერის დაზიანების გამომწვევ მიზეზებს, ხარისხსა და მოსალოდნელ საფრთხეებს განსაზღვრავენ. ასევე, წერილობითი ძეგლის დაზიანებისა და  რესტავრაციაში გამოყენებული მასალების გათვალისწინებით, სარესტავრაციო მასალებს. შეარჩევენ და გამოიყენებენ.

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი:ტრენინგი საინტეროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც საარქივო ქაღალდის მასალასთან მუშაობს

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე (7 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.