ტრენინგის აღწერა: ქაღალდის რესტავრაცია რთული და საინტერესო დარგია. ტრენინგის განხორციელება აუცილებელია, რადგან ჩვენ ისეთ სიმდიდრეს ვფლობთ, როგორიცაა - ძველნაბეჭდი ქართული წიგნები, უნიკალური ხელნაწერები, სხვა ფურცლოვანი მასალა. ხშირად ისინი განსაკუთრებული ტექნიკით დამუშავებულ ტყავის ყდებში არის ჩასმული, შემკულია მრავალი ორნამენტით, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვდება და მათი აღდგენა არის საჭირო. ზოგადად, რესტავრაცია მუდმივი კვლევის საგანია, ამიტომ კადრების მუდმივი გადამზადება აუცილებელია.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის მიზანი: მსოფლიოში ბოლო დროს მიღებული სტანდარტების გათვალისწინებით და იდენტიფიკაციის სრული დაცვით მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხელნაწერი. დოკუმენტი აღდგეს და არა განახლდეს, რათა მრავალწლიანი არსებობის შანსი მიეცეს.
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ დაზიანების ხარისხის დადგენას, სწორ დიაგნოსტირებას; ყდის დასუფთავება–დეზინფექციას; ტყავის ყდის აღდგენას; ტყავის ყდის დამზადებას რელიეფური ყუით; დაზიანებული ყდის ყუის აღდგენას წიგნის ბლოკისგან დაუშორებლად.
მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს
მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტეროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც საარქივო ქაღალდის მასალასთან მუშაობს
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე (7 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.