ტრენინგი

 ტრენინგის აღწერა: ორგანიზაციის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციისათვის ერთ-ერთ უპირველეს საკითხს სამუშაოს ხარისხის მართვა უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული კურსი ისეთ საკითხებს მოიცავს, რომლის საშუალებითაც მონაწილეები ხარისხის მართვის მნიშვნელოვნების გაცნობიერებას შეძლებენ, შეიძენენ იმ კონკრეტული უნარებს და გაეცნობიან იმ კონკრეტულ ტექნიკებს, რომელიც ხარისხის პოლიტიკის შექმნაში, მართვასა და შეფასებაში დაეხმარებათ.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ხარისხის პოლიტიკა;
  • ხარისხის რისკის მართვა;
  • ხარისხის აუდიტები;
  • ხარისხის შეფასების მეთოდები;
  • ხარისხის გაუმჯობესების მეთოდები;

 

ტრენინგის მიზანი: იმ ცოდნის გადაცემა და უნარების გამომუშავება, რომელიც ტრენინგის კურსის მონაწილეებს დაეხმარება, რომ საკუთარ ორგანიზაციაში არსებული ხარისხის მართვის სისტემა, პროცესები, პროცედურები და რეგულაციები გააანალიზონ; არსებული პრაქტიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულს შეადარონ და ორგანიზაციის საჭიროებაზე მორგებული ეფექტური და ეფექტიანი ხარისხის მართვის სისტემა შეიმუშავონ, შეძენილი ცოდნა ხარისხის შიდა აუდიტების ეფექტიანად წარმართვისთვის გამოიყენონ.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:

  • ხარისხის მართვის პროცესებში შეუსაბამობები აღმოაჩინონ და მათი გამოსწორების გზები დაგეგმონ;
  • ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფის მიზნით მუდმივი გაუმჯობესების გზები დასახონ
  • შესაბამისი KPI-ებით, ცალკეული პროცესების მონიტორინგის და კონტროლის სისტემა შეიმუშავონ
  •  დაგეგმონ და ჩაატარონ ხარისხის შიდა აუდიტები.

 

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა იმ პირებისათვის, რომლებიც ორგანიზაციაში ხარისხის მართვის საკითხებზე არიან პასუხისმგებელი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.