ტრენინგის აღწერა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მომსახურების პროცესში, მნიშვნელოვნად საჭიროებენ მათ მიმართ ინკლუზიური მიდგომის გამოყენებას. მომსახურების მიწოდებისას ინკლუზიური მიდგომა ორგანიზაციას საშულებას აძლევს, რომ მისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი გახდეს.
ტრენინგ-მოდული მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისას გაუმჯობესებული კომუნიკაციის წარმართვასა და ქცევის ეტიკეტის დაცვაში დაეხმარება.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სათანადო კომუნიკაციის და შესაბამისად, მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების მიზნით საჭირო რეკომენდაციებისა და მითითებების მიწოდება.
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებელებს შესაბამისი ჯანსაღი დამოკიდებულებით მიუდგნენ და საჭირო ქცევის ეტიკეტი დაიცვან.
მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს ეფექტიანი კომუნიკაციის და მომსახურების ტრენინგი ჰქონდეს გავლილი
მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესო იქნება მომსახურების სფეროში მომუშავე ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც კომუნიკაცია შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებთან აქვს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე (7 საათი).