ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე არის ორიენტირებული. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი საკუთარი რესურსების და უნარების განვითარებას და გამოყენებას იწყებს და დასახული მიზნის მისაღწევად მისთვის ოპტიმალურ გზას ეძებს.

ქოუჩის მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კლიენტის ბიზნეს ამოცანებით. იგი, ასევე, ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს მნიშვნელოვანი პიროვნული ცვლილებების განხორციელებაში ეხმარება. შედეგად, პიროვნება განვითარების ახალ საფეხურზე გადადის.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ქოუჩინგის არსი, ძირითადი პრინციპები;
  • განმავითარებელი კითხვების დასმის ტექნოლოგია;
  • კონტრაქტი და მიზნის ჩამოყალიბება;
  • ქოუჩინგ ტექნიკები.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანიამსმენელებისთვის ქოუჩინგის ინსტრუმენტების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიცემა, მსმენელების მოტივაციის ამაღლება და ჯგუფის მონაწილეებში პოზიტიური სამუშაო განწყობის შექმნა.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები ქოუჩინგის იმ ტექნიკებს გამოიყენებენ, რომლებიც მიზნის დაგეგმვასა და რესურსებზე მუშაობაში დაეხმარება. ასევე, ტრენინგის მსმენელები თანამშრომლებისა და ორგანიზაციული მართვის განმავითარებელი მეთოდების გამოყენებას შეძლებენ.

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისათვის, ასევე, იმ პირებისათვის, რომლებიც ქოუჩინგით არიან დაინტერესებულნი და როგორც პირადი, ასევე, ორგანიზაციის განვითარება სურთ.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.