ტრენინგის აღწერა: ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირებთან კომუნიკაციისა და მათთვის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისთვის თავად მომსახურების მიმწოდებლის დამოკიდებულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პროგრამა იმ ძირითად თემებს აერთიანებს, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე და უნარ-ჩვევების განვითარებაზე არის ორიენტირებული, რომელიც ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დასამყარებლად არის საჭირო.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის მიზანი: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დარღვევის მქონე პირებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებისათვის საჭირო დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. ტიპურ რთულ სიტუაციებთან გამკლავებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება ან/და განვითარება.
ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურებისას, კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრას და შესაბამის რეაგირებას შეძლებს;
მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების ტრენინგი ჰქონდეს გავლილი.
მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესო იქნება მომსახურების სფეროში მომუშავე პირებისათვის, რომლებსაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებთან კომუნიკაციის საკითხების ცოდნა სჭირდებათ.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.