ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა  ცნობიერების ამაღლება პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღებისა და დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ზოგადი ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებზე; პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესი; უსაფრთხოების ღონისძიებები;
  • საქართველოს სახალხო დამცველის სამართლებრივი აქტები პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღებასთან დაკავშირებით;
  • პრაქტიკული სავარჯიშოები.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია, პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღებისა და დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით, მონაწილეთა კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და მიდგომების) განვითარებას შეუწყოს ხელი.

ტრენინგის შედეგი:

  • გაეცნობიან პენიტენციური დაწესებულების ტიპებს/რისკებს და მათ მიმართებას მსჯავრდებულთა საშიშროების რისკებთან;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მიიღებენ პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული ინფორმაციას;
  • გაეცნობიან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესსა და უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, პენიტენციური სამსახურის ან ყველა იმ პირისათვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტო გადაღებასთან.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე (7 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.