ტრენინგის აღწერა: პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლების საკომუნიკაციო უნარები, ასევე, ბენეფიციარებთან და საკუთარი სტრესისა და ემოციების მართვის ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაწესებულების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, რადგან მათი სათანადო ემოციური მზაობა, შესაბამისი უნარ-ჩვევები და შინაგანი მდგომარეობა აისახება როგორც ბენეფიციარის ქცევაზე, ასევე, ზოგად კლიმატზე დაწესებულებაში. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სწორი ქცევა როლურ მოდელს წარმოადგენს ბენეფიციარისთვის და გავლენას ახდენს მის ღირებულებებსა და ქცევაზე, რაც დაწესებულების თანამშრომელებში შესაბამისი სოციალური უნარების განვითარების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
ტრენინგის ძირითადი თემები:
ტრენინგის მიზანი: კურსის მიზანია უსაფრთხოებისა და რეჟიმის სამსახურის თანამშრომელთათვის ეფექტიანი კომუნიკაციის, დეესკალაციის და ემოციების/სტრესის მართვის ტექნიკების გაცნობა, ასევე, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის პრინციპების შესახებ ცოდნის მიღება, რაც კონფლიქტის პრევენციისა და მედიაციისათვის საჭირო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
მონაწილეობის წინაპირობა: არ აქვს
მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი განკუთვნილია პენიტენციური დაწესებულების რეჟიმის და უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე (18 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.