ტრენინგი

 ტრენინგის აღწერა: საჯარო გამოსვლის ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საჯარო გამოსვლების, მოლაპარაკებების, აუდიტორიასთან მუშაობის, წარდგენის და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების ეფექტიანად მართვაზე და აერთიანებს ყველა იმ ძირითად ტექნიკებსა და ასპექტებს, რომლებიც  კარგი პრეზენტატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს აყალიბებენ.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ეფექტური კომუნიკაცია
  • სხეულის ენა
  • ემოციების მართვა
  • დარწმუნების ხელოვნება
  • აუდიტორიის მართვა

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია მსმენელებს საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს,  აუდიტორიის წინაშე წარდგომის, აუდიტორიის დარწმუნების ძირითადი წესები და ტექნიკა, ასევე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები, ირიბი და პირდაპირი ზემოქმედების მეთოდები გააცნოს. მისცეს ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდნენ და  საკომუნიკაციო პროცესების ეფექტიანი მართვა შეძლონ.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ, თავდაჯერებული და ეფექტური კომუნიკაცია განახორციელონ როგორც მცირე ჯგუფებთან, ასევე, ფართო აუდიტორიასთან.

მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი ჰქონდეს გავლილი.

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი სიანტერესოა იმ პირებისათვის, ვისაც პრეზენტაციული უნარების გაუმჯობესება სურს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (14 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგი გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე.