ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: კურსის გავლა  შეუძლია მომსახურების სექტორში დასაქმებულ წინა ხაზის თანამშრომლებს, ასევე, ადამიანებს რომელთა პროფესიული საქმიანობა  სმენის დარღვევის მქონე პირებთან კომუნიკაციას,  მათ კონსულტირებასა და  მათთვის მომსახურების გაწევას უკავშირდება.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  •  დაქტილოლოგია;
  • საბაზისო კომუნიკაციისათვის საჭირო ზოგადი ჟესტები;
  • მომსახურების პროცესთან დაკავშირებული ჟესტები;

 

ტრენინგის მიზანი: მომსახურების სექტორში დასაქმებული, წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება,  სმენისა და მეტყველების სირთულეების მქონე მომხმარებელთან ეფექტიანი მომსახურებისა და გარკვეულ დონეზე კომუნიკაციის განხორცილების უზრუნველყოფის მიზნით.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ კურსის შესაბამის დონეზე დაამყარონ კომუნიკაცია ყრუ და სმენის დარღვევის მქონე პირებთან და აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება.

მონაწილეობის წინაპირობა: სასურველია მონაწილეს მომსახურების ტრენინგი ჰქონდეს გავლილი.

მიზნობრივი ჯგუფი: ტრენინგი საინტერესოა იმ პირებისთვის, ვინც მომსახურების სფეროში ყრუ და სმენის დარღვევის მქონე პირებთან მუშაობს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 დღე (64 საათი). დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია მცირედი ცვლილების შეტანა სატრენინგო დღეთა რაოდენობაში.