იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და თსუ-ს ერთობლივი იურიდიული კლინიკა

10 წელია, რაც იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და თსუ-ს ერთობლივი იურიდიული კლინიკა წარმატებით ფუნქციონირებს. კლინიკა მიზნად ისახავს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებში ტრენერის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებასა და განვითარებას.

 
კლინიკის ტრენინგ-პროგრამა, რომელსაც საზოგადოებას წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვთავაზობთ, დგება სახელმწიფო პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების გათვალისწინებით.
10-წლიანი გამოცდილების განმავლობაში კლინიკამ არაერთი კვალიფიციური ტრენერი მოამზადა, რომლებიც წარმატებით განაგრძობენ პროფესიულ საქმიანობას, მათ შორის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით.
ტრენერთა იურიდიული კლინიკა მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდა ტრენერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სამართლებრივი განათლების გაძლიერებას საზოგადოებაში. 

ხელმისაწვდომობის მენიუ