საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს მიღებას 2018 წლის საზაფხულო სკოლაში.
საზაფხულო სკოლა გაიმართება 2018 წლის 14 ივლისიდან 22 ივლისამდე, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურის არსის და მნიშვნელობის გაცნობა, ასევე, საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია.
საზაფხულო სკოლაში, ლექციებს წაიკითხავენ წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები.
სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რეგიონიდან სკოლის მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
IX, X ან XI კლასში (ასაკი 14-17 წელი);
პროექტის განხორციელების ეტაპები და ვადები:
ეტაპები |
აქტივობა |
თარიღი |
I ეტაპი |
რეგისტრაცია
|
23 აპრილი, 2018 – 20 მაისი, 2018 |
II ეტაპი |
მონაწილეთა შერჩევის მიზნით ტესტირება (მათემატიკის გამოცდა) შემდეგ რეგიონებში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი |
27 მაისი, 2018 |
III ეტაპი |
შერჩეული მონაწილეებისათვის ყვარლის სასწავლო ცენტრში ჩატარდება სწავლება სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და პიროვნული/პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. |
14-22 ივლისი, 2018 |
პროექტის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 (შვიდასი) მოსწავლე.
პროექტის ფარგლებში მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან ტესტირების (საგნობრივი ჯგუფი - მათემატიკა) გზით, შეფასების მიზნებისთვის შეიქმნება რანჟირების დოკუმენტი და შეირჩევა 30 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა.
პროექტი დაკომპლექტდება რეიტინგული სიის საფუძველზე თითოეული საკლასო ჯგუფიდან, შემდეგი პრინციპით:
ა) საჯარო და კერძო სკოლა (IX, X და XI კლასი) - პირველი შვიდი საუკეთესო კანდიდატი (ჯამში 21 მოსწავლე)
ბ) ფიზიკა-მათემატიკური სკოლა (IX, X და XI კლასი) - პირველი სამი საუკეთესო კანდიდატი (ჯამში 9 მოსწავლე)
რანჟირებული სიის შედგენისას, ქულათა თანაბრობის შემთხვევაში, კანდიდატები შეირჩევიან რეგისტრაციის დროს წარდგენილი სამოტივაციო წერილების შესაბამისად.
რანჟირების დოკუმენტში კანდიდატები შეყვანილნი იქნებიან მათთვის საგანგებოდ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. ტესტის შედეგები ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ტესტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.