სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.
ვადები:
N |
თარიღი |
აქტივობა |
1 |
2018 წლის 23 მარტი - 22 აპრილი (23:59 სთ) |
სააპლიკაციო ფორმის შევსება |
2 |
2018 წლის 3 აპრილი, 15:00 სთ |
პროექტის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში |
3 |
2018 წლის 4 აპრილი, 13:00 სთ |
პროექტის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი) |
4 |
2018 წლის 11 აპრილი 15:00 სთ |
პროექტის პრეზენტაცია გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში |
5 |
2018 წლის 12 აპრილი, 17:00 სთ |
პროექტის პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (თბილისი) |
6 |
2018 წლის 22-30 აპრილი |
გუნდების გამოვლენა ლექციებისთვის |
7 |
2018 წლის 30 აპრილი -11 მაისი |
ლექციები შერჩეული მონაწილეებისთვის |
8 |
2018 წლის 14 მაისი |
ტესტირება |
9 |
2018 წლის 18-21 მაისი |
გასაუბრება |
10 |
2018 წლის 20 მაისი - 7 ივნისი |
შეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება |
11 |
2018 წლის 8-10 ივნისი |
ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ყვარლის სასწავლო ცენტრში |
შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.
შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე.
პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
ეტაპები:
I ეტაპი: აპლიკაციების მიღება
II ეტაპი: ლექციები შერჩეული გუნდებისთვის
III ეტაპი: ტესტირება საუკეთესო გუნდების გამოსავლენად
IV ეტაპი: გასაუბრება საუკეთესო 6 გუნდის გამოსავლენად
V ეტაპი: შეჯიბრის ფინალური ეტაპი - გამარჯვებული გუნდის გამოვლენა
შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2018 წლის 8-10 ივნისს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.
შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:
- პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა
- გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:
- ფინალში გამარჯვებული გუნდი
- საუკეთესო მომხსენებელი
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 22 აპრილისა (23:59 სთ) შემდეგ ელ.ფოსტაზე - IHL@tcj.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge
მაია ქარდავა (+995) 599 55 88 18; mkardava@icrc.org
მაია მამისაშვილი (+591) 60 17 25; mmamisashvili@icrc.org