საკრებულო და მისი მუშაობის ორგანიზაცია
ტრენინგის მიზანი:
მსმენელებს გადასცეს ცოდნა საკრებულოს არსის, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მისი ადგილის, როლისა და ფუნქციების, საკრებულოს უფლებამოსილებების, მისი ორგანიზაციული სტრუქტურის, საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების სტატუსის, საკრებულოს საქმიანობის წესებისა და პროცედურების შესახებ, რათა მათ შესძლონ საკრებულოს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ყოველდღიური საქმიანობის პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; მათი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://edu.lsg.gov.ge/download/FZsng26Ewj ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01