სიახლეები

ადმინისტრაციული სამსახური

 

ტელეფონი: (+995 32) 239 22 61

ელ.ფოსტაtrainingcenter@tcj.gov.ge

 

სამსახურის საშტატო ერთეულები-კატეგორიების მითითებით

  • მთავარი იურისტი
  • ოფისის მენეჯერი
  • ადმინისტრატორი

 

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

ა) ცენტრის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;

გ) ცენტრში სტაჟიორების შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

დ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;

ე) ცენტრის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ვ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;

ზ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

თ) ცენტრის შრომის შინაგანაწესისა და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;

ი) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;

 კ) ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;

ლ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, დაწინაურების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა;

 მ) თანამშრომელთა მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;

ნ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის პროცესის განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;

ო) თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

პ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;

ჟ) თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;

რ) ცენტრის შენობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქონების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ს) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და სხვა დაწესებულებების, იურიდიული პირების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; პირველადი საკონსულტაციო მხარდაჭერა;

ტ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; ცენტრის საუწყებო არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;

 უ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოსა და ტერიტორიული წარმომადგენლობების მომხმარებელთა მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო და პირველადი საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ფ) ცენტრის დოკუმენტბრუნვის მართვა; კორესპონდენციის მიღება, დარეგისტრირება, დახარისხება და ადრესატისთვის მიწოდება;

ქ) კომპეტენციის სფეროში შემავალი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ხოლო, სხვა შემთხვევაში, - შემოსული კორესპონდენციის სათანადო ადრესატთან გადამისამართება;

ღ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების საკითხზე კონსულტაციების გაწევა;

ყ) ცენტრის საქმიანობით დაინტერესებული პირების ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრების ორგანიზება;

შ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება;

 ჩ) ცენტრის სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც არ განეკუთვნება ცენტრის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოს ამოცანებსა და ფუნქციებს.