ტელეფონი: (+995 32) 293 22 71
ელ.ფოსტა: trainingcenter@tcj.gov.ge
სამსახურის საშტატო ერთეულები-კატეგორიების მითითებით
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
ა) ბუღალტრული აღრიცხვის სრული სიზუსტით და დროულად წარმოება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) ანგარიშსწორების და ანგარიშგების სრული სიზუსტით და დროულად უზრუნველყოფა;
გ) მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხიანი დამუშავება;
დ) ბიუჯეტის დაგეგმვის კოორდინირებული სისტემის ფორმირება;
ე) ფინანსური ანალიზის წარმოება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) ცენტრის შენობა-ნაგებობების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
თ) ცენტრის სამეურნეო-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ი) კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვა;
კ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;
ლ) ანგარიშგების ფორმების განვითარების მიზნით ინტერესებისა და საჭიროებების კვლევა, ფორმების მომზადება და ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა;
მ) კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;
ნ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება;
ო) ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება;
პ) თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან დროული და ზუსტი ანგარიშსწორება;
ჟ) ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა; ი) ფინანსური აღრიცხვიანობის განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის გაცნობა;
რ) წლიური ბიუჯეტის და მასში ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით საჭირო გათვლების და პროგნოზების წარმოება;
ს) ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის მომზადება და ცენტრის ხელმძღვანელობასთან განსახილველად მისი წარდგენა;
ტ) ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილის გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება;
უ) პროექტების დაწყებამდე პროექტების ფინანსური მხარის ანალიზი და ცენტრის ხელმძღვანელობისათვის შედეგების წარდგენა;
ქ) ცენტრის საქმიანობის ხარჯების ეფექტიანობის ანალიზი და წინადადებების მომზადება დირექტორთან წარსადგენად;
ფ) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა;
ჟ) სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების პირობების მომზადება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
რ) მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ტ) სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა;
უ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;
ფ) ცენტრის საქმიანობის ზოგადი და მოთხოვნილი თემატიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოება; მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება;
ქ) ცენტრის თანამშრომლების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საორგანიზაციო ტექნიკითა და მოწყობილობებით და მუშაობისთვის აუცილებელი სხვა ინვენტარით;
ღ) ცენტრის შენობა-ნაგებობების, ინვენტარის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ცენტრის შენობათა მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა;
ყ) გათბობა-კონდიცირების სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის, ელექტროენერგიის და წყლის უწყვეტად მოწოდებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
შ) ცენტრის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჩ) ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლების ტრანსპორტირებითა და საჭირო ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა;
ც) ცენტრის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
ძ) სასაწყობო მეურნეობის მართვა; აუცილებელ მინიმალური ნაშთებზე ცენტრის დირექტორისთვის ინიციატივების წარდგენა და ნაშთების კონტროლი;
წ) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის უზრუნველყოფა;
ჭ) ცენტრი ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება;
ხ) ცენტრში, დადგენილი პერიოდულობით, საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
ჯ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან;
ჰ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.