ტელეფონი: (+995 32) 294 22 65
ელ.ფოსტა: trainingcenter@tcj.gov.ge
სამსახურის საშტატო ერთეულები-კატეგორიების მითითებით
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები:
ა) ტესტირების კოორდინაციის სამსახურის ამოცანაა სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სტაჟიორების (სტაჟირების კანდიდატების), აგრეთვე, სხვა დაინტერესებულ პირთა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამოცდების, ატესტაციებისა და ტესტირებების ორგანიზება ან/და ადმინისტრირება.
ბ) ტესტირების პროცესის ადმინისტრირება და მართვა; ტესტირების პროცესზე მონიტორინგის წარმოება;
გ) სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება ტესტირების სერვისთან და პროცესთან დაკავშირებით;
დ) ტესტირებაში მონაწილეთა ინფორმირება ტესტის ტიპის, ტესტირების თარიღის და დროის შესახებ, ტესტირებაზე დაშვების პროცედურული უზრუნველყოფა;
ე) ტესტირებაზე მოწვეული პირების იდენტიფიცირება და მათი დასწრების აღრიცხვა, კონკურსანტებისთვის ტესტირების ელექტრონულ პროგრამასთან და ტესტურ დავლებაზე მუშაობის ინსტრუქციის გაცნობა, შედეგების აღრიცხვის წარმოება დამკვეთისთვის შედეგების შეტყობინება;
ვ) ტესტირებაში მონაწილეთა ინფორმირება ტესტირების შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობების შესახებ და მომართვის შემთხვევაში გასაჩივრების პროცედურული უზრუნველყოფა, გასაჩივრებაზე ოქმის მომზადება;
ზ) ტესტირების შედეგებზე ანგარიშის მომზადება, ტესტირების მონაწილეთა ელექტრონული ბაზის წარმოება და ტესტირების შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;
თ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.