სიახლეები

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“

 

სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები საქართველოს 8 რეგიონში

 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, 2016 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში განახორციელა პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“, რომელიც საქართველოს 8 რეგიონში, სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგების უფასოდ ჩატარებას გულისხმობდა.  სამი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ტრენინგები ჩაუტარდა 5,410 ადამიანს. პროექტის ფარგლებში გამოვლინდა ყველაზე აქტიური სამი სოფელი: ხრეითი - 457 მონაწილე, მეჯვრისხევი 327, სართიჭალა - 313.

მონაწილეებმა ტრენინგები 10 სხვადასხვა თემაზე გაიარეს, ესენია:  სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტი წერა.  სწავლება სამი თვის განმავლობაში,  სოფლის საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობდა.

სატრენინგო თემები შეირჩა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებული იყო პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ  ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში.

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ქონდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,18-დან 65 წლამდე.

პროექტი მიზნად ისახავდა  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.

სწავლება ჩატარდება შემდეგ სოფლებში:

 

1. შაშიანი

2. სართიჭალა

3. გომი

4. რუისი

5. ჭალადიდი

6. ხევი

7. მანგლისი

8.  კოდა

9.  ფოკა

10.  ნიგოითი

11.  ჯვარი

12.  შორაპანი

 13. ყვარელწყალი

 14.  მუხაესტატე

15.  გეგუთი  

16.  მეჯვრისხევი

17.  კაჭრეთი

18.  ხიდისთავი

19.  ნუკრიანი   

20.  კორბოული

21.  ღორეშა

22.  კაზრეთი

23.  შილდა

24.  ორსანტია

25.  ქვემო ნატანები

26.  კაბალი

27.  დაბა ლენტეხი

 28.  დაბა ჩაქვი

 29.  ხრეითი

30.  სადახლო

31.  რუხი

32.  დიდი ჯიხაიში

33.  მარტყოფი

 სტატისტიკა-პროექტი