30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თარიღს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრეფიკინგის თემაზე მომზადებული ლექციათა ციკლით უერთდება.
2016 წლის 30 ივლისს, საქართველოს 34 საზოგადოებრივ ცენტრში, ჩატარდება ტრენინგები თემაზე “ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის)პრევენცია“.
პროექტი ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან, დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ასევე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის.
ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მსურველს, რომელიც 15 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, რეგისტრაციას გაივლის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
კომენტარი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით რეგისტრაციის შემთხვევაში, ტრენინგზე დასწრების უფლება მიეცემა პირველად დარეგისტრირებულ 20-30 კანდიდატს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორი გზით:
2016 წლის 30 ივლისს, 3 საათიანი ტრენინგი ჩატარდება შემდეგ სოფლებში:
1. შაშიანი
2. სართიჭალა
3. გომი
4. რუისი
5. ჭალადიდი
6. ხევი
7. მანგლისი
8. კოდა
9. ფოკა
10. ნიგოითი
11. ჯვარი
12. შორაპანი
13. ყვარელწყალი
14. მუხაესტატე
15. გეგუთი
16. მეჯვრისხევი
17. კაჭრეთი
18. ხიდისთავი
19. ნუკრიანი
20. კორბოული
21. ღორეშა
22. კაზრეთი
23. შილდა
24. ორსანტია
25. ქვემო ნატანები
26. კაბალი
27. დაბა ლენტეხი
28. დაბა ჩაქვი
29. ხრეითი
30. სადახლო
31. რუხი
32. დიდი ჯიხაიში
33. მარტყოფი
34. იორმუღანლო
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: nbezhashvili@tcj.gov.ge
ტელ: (+995 555) 11 47 74