სიახლეები

საზაფხულო სკოლა თემაზე „ადამიანის უფლებები“

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიცირებით და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წლის 25-29 ივლისს, ყვარლის სასწავლო ცენტრში განხორციელდება საზაფხულო სკოლა თემაზე „ადამიანის უფლებები“.

პროექტის მიზანია, ადამიანის უფლებებით დაინტერესებულ იურისტ სტუდენტთა არეალის გაზრდა, სტუდენტების ცოდნის გაღრმავება ადამიანის უფლებების მიმართულებით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამართლის პოპულარიზაცია;

პროექტში მონაწილეობა: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის/იურიდიული ფაკულტეტის, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს. შემოსული განაცხადების საფუძველზე, ესესა და სამოტივაციო წერტილის გათვალისწინებით, შეირჩევა იურიდიული ფაკულტეტის 20 სტუდენტი.  

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ და კომპლექსურ ინფორმაციას შემდეგ თემებზე:

1. პირადი ცხოვრება
2. რელიგია
3. შეკრება მანიფესტაცია
4. დისკრიმინაცია
5. ადამიანის უფლებები და დღევანდელი მსოფლიო (მიგრაცია, ლტოლვილები)
6. გამოხატვის თავისუფლება
7. წამება და არაადამიანური მოპყრობა

მომხსენებლები

1. ბექა ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი

2. კონსტანტინე კორკელია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში

3. ბესარიონ ბოხაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში

4. გიორგი მშვენიერაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი

5. თათა კიკვიძე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)


მონაწილეთა შერჩევა

იხილეთ განაცხადის ფორმა

დაინტერესებულმა პირებმა,  შევსებული განაცხადის ფორმა  უნდა წარადგინონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Summerschool@tcj.gov.ge    

შენიშვნა: ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - საზაფხულო სკოლა 2016

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ივლისი - 18:00 საათი!

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება განხორციელდება 23 ივლისს!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ნინო ბეჟაშვილი - (+995 555) 11 47 74; nbezhashvili@tcj.gov.ge