სიახლეები

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი 2016

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დაპარტამენტის ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი”.

ვადები:

2016 წლის 30 მარტი - 11 აპრილი: პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია

2016 წლის 4 აპრილი: პროექტის პრეზენტაცია (რეგისტრაცია)

2016 წლის 12 აპრილი: მონაწილე ჯგუფებსთვის კაზუსის გადაგზავნა

2016 წლის 13 აპრილი - 1 მაისი: დრო კაზუსის დამუშავებისა და წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის

2016 წლის 2-9 მაისი: ნახევარფინალისტების გამოვლენა

2016 წლის10 მაისი: ნახევარფინალში გადასულ მონაწილეებთან კომუნიკაცია

2016 წლის 11-16 მაისი: ვადა ზეპირი გამოსვლისთვის მოსამზადებლად

2016 წლის 17 მაისი: ნახევარფინალი

2016 წლის 18 მაისი: ფინალი

პროექტის პარტნიორები:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის/იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისაგან შემდგარ ჯგუფს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე ჯგუფმა.

შეჯიბრში მონაწილე ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ოთხი წევრისაგან.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრის ეტაპები:

I ეტაპი - წერილობითი პოზიციების მომზადება; რეგისტრირებულ გუნდებს, საქმე გადაეგზავნებათ და მიეცემათ ვადა წერილობითი პოზიციების მოსამზადებლად
II ეტაპი - წერილობითი პოზიციების შეფასების შედეგად არჩეული 4 გუნდის ზეპირი გამოსვლები, რის შედეგადაც აირჩევა 2 გუნდი
III ეტაპი - ფინალი - გამოვლენილი საუკეთესო 2 გუნდის საფინალო ზეპირი გამოსვლა და გამარჯვებული გუნდის გამოვლენა

შეჯიბრის ენა:

შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომლებსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები: 

- პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- პროექტის ფინალისტებს ექნებათ ერთდღიანი ვიზიტი იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტში, სადაც გაეცნობიან აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობას;
- შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:
- ფინალში გამარჯვებული ჯგუფი;
- საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი ჯგუფი;
- გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა სახის საჩუქრები და მონაწილეობის სერტიფიკატები.

მონაწილეთა რეგისტრაცია

შეჯიბრის წესები

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ანა მარჯანიძე - (+995 595) 74 73 70; amarjanidze@justice.gov.ge
ნინო ბეჟაშვილი - (+995 555) 11 47 74; nbezhashvili@tcj.gov.ge