სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2016

სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი” და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში“ აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (სჰს)

 მონაწილეობის პირობები:

  • შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;
  • გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის (მე-2, მე-3, მე-4 კურსის) და მაგისტრატურის, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს;
  • გუნდის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა წინა წლებში ჩატარებული სჰს-ის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ტურში;
  • გუნდმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და პასუხი გასცეს თანდართულ შეკითხვებს, რის საფუძველზეც დაკომპლექტდება ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი რაუნდისთვის მოსამზადებელი ლექციების აუდიტორია.
  • ლექციების დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, შეირჩევა დასკვნით რაუნდში მონაწილე გუნდები.
  • შეჯიბრის დასკვნითი ტური ჩატარდება სიმულაციების ფორმით, 201წლის 27-28-29 მაის, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში;

 

 დაინტერესებულმა გუნდებმა, შევსებული განაცხადის ფორმა (საკითხების დაწერის ჩათვლით) უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 აპრილს, 16:00 სთ-ისა.

 

განაცხადის ფორმა და ეროვნული შეჯიბრის რეგულაციები, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

მაია ქარდავა (+995) 599 55 88 18; mkardava@icrc.org

მაია მამისაშვილი (+591) 60 17 25 mmamisashvili@icrc.org

ნინო ბეჟაშვილი (+995) 555 11 47 74 nbezhashvili@tcj.gov.ge

 

გისურვებთ წარმატებას!