11 წლის შემდეგ, პირველად საქართველოში პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტში
11 წლის შემდეგ, პირველად საქართველოში ჩატარდა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა. საკვალიფიკაციო გამოცდა სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ორგანიზებით და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ინიციატივით ჩატარდა.
საგამოცდო დავალებები საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მიმართულებით შეადგინეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) რეკომენდაციით შერჩეულმა მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა საფრანგეთიდან, აშშ-იდან და ტაილანდიდან; საგამოცდო დავალებების ეროვნულ კანონმდებლობაზე მორგებასა და ფსიქომეტრიკულ ანალიზზე კი იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა, ფსიქომეტრიკოსებმა და ქართველმა ექსპერტებმა იმუშავეს.
საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი, ტესტური დავალებების ეტაპი სასწავლო ცენტრში 2025 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა, მე-2 ეტაპი კი, რომელიც მოიცავდა წერითი, კაზუსის ტიპის დავალებას, 2025 წლის 13 დეკემბერს გაიმართა.
პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდის ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა 28 პირმა.
