აკრედიტებული პროგრამები

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამები 

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია მიენიჭა.

„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის N242 დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო პროგრამებს - „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“  აკრედიტაცია 5 წლის ვადით მიენიჭა.

აღნიშნული საბაზისო პროგრამების გავლა სავალდებულოა მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე პირველად ინიშნება. საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი მზად არის უზრუნველყოს პროფესიული საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესის სისტემური და ხარისხიანი წარმართვა.

საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი: 26 სექტემბერი 2019 წელი.

აკრედიტაციის ვადის გასვლის თარიღი: 26 სექტემბერი 2024 წელი.

საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამები:

აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება

პროფესიული განვითარების სტანდარტი და წესი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: (+995 32) 294 22 29

ელ. ფოსტა: trainingcenter@tcj.gov.ge