უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილ პირთა მომზადების კურსი

 

ოთხივე მოდულის ხანგრძლივობა: 11 დღე, 66 საათი;

სრული კურსის ღირებულება: 700 ლარი  შესაძლებელია ცალ-ცალკე მოდულების გავლა

მოდული I:   უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების საბაზისო კურსი.  ღირებულება 150 ლარი

მონაწილეები გაეცნობიან საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაობის შესრულებისათვის გამოსაყენებელ ძირითადი კანონმდებლობას. იქნება მსჯელობა უძრავ ნივთებზე უფლებათა მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებებზე ასევე, განხილული იქნება შესაბამის უფლებამისულ ორგანოებში (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/საერთო სასამართლოები) ადმინიტრაციული წარმოებისას/სამართალწარმოებისას დაგროვილი განზოგადებული პრაქტიკა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის თავისებურებებთან დაკავშირებით. საუბარი იქნება ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორიცაა კანონმდებლის პოლიტიკური ნება, რომელიც ასახულ იქნა ბოლო პერიოდში მიღებულ/გამოცემულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში, ასევე, ამ აქტების შესაბამისი მიზანშეწონილი პრაქტიკის დამკვიდრების თავისებურებების შესახებ.

კურსი აქცენტირებული იქნება, იმ მოთხოვნებზე, რომლებიც მარეგისტრირებელ ორგანოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) აქვს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურების სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო მონაცემების და დოკუმენტაციის სტანდარტიზაციის მიზნით.

მოდული II:  გეოდეზია-კარტოგრაფიის თეორიული კურსი. ღირებულება 200 ლარი

მონაწილეები გაეცნობიან საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაობის შესრულებისათვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.  იქნება მსჯელობა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საგანსა და ამოცანებზე, ასევე,  შეისწავლიან თანამედროვე გეოდეზიურ (გლობალურ პოზიციონირების სისტემა “GPS” და ელექტრონული ტაქიომეტრი) აპარატურას, დაეუფლებიან  საკადასტრო სამუშაოების წარმოებას.   

კურსი აქცენტირებული იქნება, იმ მოთხოვნებზე, რომლებიც მარეგისტრირებელ ორგანოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) აქვს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურების სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო საკადასტრო  მონაცემების სტანდარტიზაციის მიზნით.

მოდული III: გეოსაინფორმაციო სისტემის საბაზისო კურსი. ღირებულება 250 ლარი

კურსის დანიშნულება არის გეოსაინფორმაციო სისტემების საფუძვლებისა და საკადასტრო ნახაზების მომზადების სწავლება.  კურსი იწყება ArcGIS პროგრამული პაკეტის მიმოხილვით და სივრცითი მონაცემების დამუშავებისა და მართვის გაცნობით.  შემდეგ დეტალურად განიხილება მონაცემთა რედაქტირება, სიმბოლიზაცია, მონაცემთა ხარისხის კონტროლი, წარწერებთან მუშაობა, რუკის კომპოზიცია და საკადასტრო ნახაზის აგება.

  • გეოსაინფორმაციო  სისტემების  ზოგადი  მიმოხილვა
  • სივრცითი ფენების სიმბოლიზაცია და ობიექტთა შერჩევა
  • სივცითი და ატრიბუტული მონაცემები; მონაცემთა მართვა
  • ცხრილებთან მუშაობა
  • სივრცითი მონაცემების რედაქტირება
  • სივრცითი მონაცემების ხარისხის კონტროლი; გეოდამუშავების ინსტრუმენტების გამოყენება
  • საკოორდინატო სისტემები
  • წარწერები და ანოტაცია; რუკის კომპოზიცია
  • საკადასტრო ნახაზის მომზადება

მოდული IV: საველე აზომვითი სამუშაოების პრაქტიკული კურსი. ღირებულება 400 ლარი

  • გეოდეზიური სამუშაოების ზოგადი გაცნობითი კურსი
  • მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების (GNSS) შესწავლა და საველე გამოყენება.
  • მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების (ელ-ტაქეომეტრი და ელ–მანძილმზომის) შესწავლა და საველე გამოყენება.