სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” მიერ მომზადებულია ახალი 28 სასწავლო პროგრამა სპეციალურად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებისათვის.
ამას გარდა, მუნიციპალიტეტებს სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში” ასევე ეძლევათ სოციალური უნარების, ენების (ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა) და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სხვა პროგრამების გავლის შესაძლებლობაც (იხ. კატალოგი)
სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” მიერ მომზადებულმა თითოეულმა სასწავლო პროგრამამ მიიღო მაღალი შეფასება სსიპ ”ვანო ხუხუნაიშვილის სახ. ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრში არსებული ექსპერტთა საბჭოს მხრიდან, მოიპოვა აკრედიტაცია და შედეგად დარეგისტრირდა შესაბამის სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრში - ვებ-პორტალზეც (http://www.edu.lsg.gov.ge/ ).
ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" ოფისში, ასევე მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.
ეს ტრენინგ-პროგრამებია:
1. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სამართლებრივი საფუძვლები
2. მშენებლობის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობებზე ზედამხედველობის სამართლებრივი საკითხები
3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა
5. მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში
7. მუნიციპალიტეტის მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურა
8. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები
9. პროექტის მომზადება და მართვა
10. ადგილობრივი თვითმართველობის მენეჯმენტის კონცეფცია: თეორია და პრაქტიკა
11. სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის საკითხთა შესახებ
12. სამართლებრივი აქტების მომზადების ტექნიკა
13. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზე
14. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო საქმეებზე
15. მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების დაფუძნება და მართვა
16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და ანგარიშგება
17. ზოგადი მუნიციპალური სამართალი (მოკლე კურსი)
18. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები
19. საკრებულო და მისი მუშაობის ორგანიზაცია
21. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
22. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი
23. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება
25. მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
27. კერძო სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები
28. საჯარო სამსახურის გავლა მუნიციპალიტეტში 2017 წლის 1 ივლისიდან
აკრედიტაციის მოსაპოვებლად დამატებით წარდგენილია ორი ახალი სასწავლო პროგრამა:
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სხვა სასწავლო პროგრამებზეც.
დამატებითი ინფორმაციისთის დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01