საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების შესაბამისად. ამავე დროს, სასწავლო ცენტრი მოქმედებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის შინაგანაწესის, სამუშაო მიმართულებათა სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასწავლო ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე და ასრულებს დებულებით გათვალისწინებულ,იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.
სასწავლო ცენტრი
• ემსახურება საქართველოში სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებას, მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებას
• ფუნქციონირებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან
• გთავაზობთ საჭიროებების კვლევებზე დაფუძნებულ იურიდიული და სოციალური მიმართულების ტრენინებს, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებისათვის.
• არის ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად სერთიფიცირებული ორგანიზაცია
• საქმიანობას ახორციელებს საზღვარგარეთ სერტიფიცირებული პროგრამით
• უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას საერთაშორისო მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ
• აერთიანებს თბილისისა და ყვარლის სასწავლო ცენტრებს
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრი განთავსებულია - საერთაშორისო სტანდარტების მქონე, - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში,
ცენტრში ფუნქციონირებს:
• 7 აუდიტორია ტრენინგებისათვის
• 3 აუდიტორია ტესტირებისათვის;
• 2 საკონფერენციო დარბაზი, რომლებშიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაგეგმონ და განახორციელონ სასურველი ღონისძიებები.
სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს თანამედროვედ აღჭურვილი და კეთილმოწყობილი სატრენინგო, საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილი ოთახები:
ოთახის ფუნქციური დანიშნულება |
მონაწილეთა რაოდენობა |
სატრენინგო და საქმიანი შეხვედრებისათვის |
"ოთახი №1“ – 10-15 მონაწილისათვის; "ოთახი №2“ – 20-25 მონაწილისათვის; "ოთახი №3“ – 10-20 მონაწილისათვის; "ოთახი №4“ – 15-20 მონაწილისათვის; "ოთახი №5" -15-20 მონაწილისათვის; "ოთახი №6"- 15-20 მონაწილისათვის; "შეხვედრების ოთახი“ – 2-15 მონაწილისათვის. |
საკონფერენციო დარბაზი: |
„ოთახი №1“, „ოთახი №2“ – 30-45 მონაწილისათვის, "ოთახი №3 -20-25 მონაწილისათვის. |
კომპიუტერული აუდიტორია: |
„ოთახი №1“ – 1-23 მონაწილისათვის; „ოთახი №2“ – 1-25 მონაწილისათვის; „ოთახი №3“ – 1-25 მონაწილისათვის. |