სსიპ„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“
ისტორია
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ისტორია XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება1.
„იუსტიციის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსები“ შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან 1971 წლის 1 დეკემბერს. წლის განმავლობაში ყველა დარგის 500 პრაქტიკოსი იურისტი იმაღლებდა კვალიფიკაციას (გარდა პროკურატურის თანამშრომლებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა). კურსებზე სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში. თითოეული ჯგუფი შედგებოდა 15-20 მსმენელისაგან. კურსის დასრულების შემდეგ დგებოდა საგამოცდო კომისია და მათთან გასაუბრების შემდეგ მსმენელებს გადაეცემოდათ კურსების გავლის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა.
მუდმივმოქმედი კურსები განთავსებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობაში, კერძოდ, თბილისში, ნატო ვაჩნაძის ქ. №9, და ეკავა შენობის მე-2 სართული. კვალიფიკაციის ასამაღლებელ მუდმივმოქმედ რესპუბლიკურ კურსებზე რაიონიდან ჩამოსული მსმენელებისათვის გამოყოფილი იყო საერთო საცხოვრებელი, რომელიც 9 ოთახისგან შედგებოდა. მათ შორის იყო სალექციო აუდიტორიები, საძინებლები, სასადილო და ბიბლიოთეკა. მსმენელებს კურსის განმავლობაში უნარჩუნდებოდათ სამსახურებრივი პოზიცია და ხელფასი. კურსები მთლიანად ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ.
ლექციების წასაკითხად, ძირითადად, იწვევდნენ სამართლის დარგის პროფესორებს, თუმცა, ხდებოდა პრაქტიკოსი იურისტების მოწვევაც, რისთვისაც მათ ეძლეოდათ შესაბამისი ანაზღაურება.
1990-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების ფონზე კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსების საქმიანობა დროებით შეფერხდა.
1995 წლიდან იუსტიციის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სასწავლო კურსების ფუნქციონირება ისევ აქტიურ ფაზაში გადავიდა.
2000 წლიდან რესპუბლიკური კურსების სასწავლო ფუნქცია გააგრძელა სასწავლო ცენტრმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.
სასწავლო ცენტრის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ გახდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულება“. დღეის მდგომარეობით, სამართლებრივად სწორედ ეს დოკუმენტი არეგულირებს სასწავლო ცენტრის საქმი
ქრონოლოგია
სასწავლო ცენტრის დირექტორთა შესახებ:
1971-1973 წწ. იუსტიციის ორგანოების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსების დირექტორი გახლდათ ბატონი მიხეილ კუხალაშვილი.
1975 -1986 წწ. აღნიშნულ კურსებს ხელმძღვანელობდა ბატონი მამია კომახიძე.
1986-1991 წწ. იუსტიციის ორგანოების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსების დირექტორის მოვალეობას ასრულებს ბატონი მიხეილ ჩაჩუა.
1995-1999 წწ. ხელმძღვანელი გახდა ბატონი თენგიზ ლილუაშვილი.
2001-2002 წწ. საქართველოს იუსტიციის სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა ბატონი დავით შარაშენიძე.
2002-2003 წწ. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ბატონი გიორგი სიბაშვილი.
2003-2004 წწ. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ბატონი პაატა მხეიძე.
2004-2009 წწ. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ბატონი სულხან გამყრელიძე.
2009-2013 წწ. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ქალბატონი ნინო ბერუაშვილი.
2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ქალბატონი ნინო ციხისთავი-ხუციშვილი.
2014 წლის 22 აპრილიდან 2014 წლის 3 ნოემბრამდე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ქალბატონი ეკატერინე მრულიშვილი.
2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ბატონი ნუგზარ კაკულია.
2016 წლის 19 სექტემბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა ბატონი გიორგი პატარიძე.
2017 წლის 11 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლდათ ქალბატონი ხათუნა კასრაძე.
2022 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ქეთევან მეფარიშვილი.
2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გახლავთ ბატონი ვახტანგ ჟვანია.
სასწავლო ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების“ შესაბამისად. ამავე დროს, სასწავლო ცენტრი მოქმედებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის შინაგანაწესის, სამუშაო მიმართულებათა სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სასწავლო ცენტრის მისიაა, აქტიურად იყოს ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებას, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე ჯგუფებისთვის, რათა ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საზოგადოების უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, ხელი შეეწყოს ქვეყანაში კარგი მმართველობისა და თავისუფალი ბიზნესგარემოს განვითარებას.
დღეისათვის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს, გაზარდოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, რისთვისაც ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს იწვევს. ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
1 „საქართველოს სს რესპუბლიკაში სასამართლო და პროკურატურის ორგანოების მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1970 წლის 30 ივლისის №634 და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის 22 სექტემბრის №524 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება: მოეწყოს 1971 წელს იუსტიციის სამინისტროსთან იუსტიციის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსები სამუშაოსაგან მოწყვეტით. ერთ თვემდე სწავლების ვადით და 500 მოსწავლის კონტიგენტით წელიწადში.
* * * * * * *
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი მადლიერი იქნება ცენტრის ისტორიის შესახებ მასალის მოწოდებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: www.tcj.gov.ge