ორმოცდაათი საჯარო მოხელე

  • ქეთევან მოლაშვილ

     

    დაიბადა 1991 წლის 3 აგვისტოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში. 2009 წელს დაამთავრა საქობოს საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. პირველად სპეციალობად დამთავრებული აქვს სოციოლოგია, მეორად სპეციალობად - პოლიტიკის მეცნიერებები. უნივერსიტეტში სწავლის დროს, 2012 წელს, მეგობრებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative”, რომლის მეშვეობითაც განახორციელა არაერთი კულტურული, ახალგაზრდული თუ პოლიტიკური პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტში. უნივერსიტეტში სწავლის დროს აგრეთვე მუშაობდა ინტერვიუერად  „ფსიქოპროექტსა“ და CSS-ში. ამავე პერიოდში იყო სხვადასხვა ტრენინგებისა თუ გაცვლითი პროექტების მონაწილე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე - მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებაზე, სადაც სწავლობს დღემდე.

     

    • როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს პროექტი მჭირდებოდა, გამომადგებოდა, ჩემი მიღებული ცოდნა კი სხვებსაც გამოადგებოდათ.
    • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ძალიან მიყვარს სწავლა. იმითაც, რომ როდესაც რაღაცის გაკეთებას დავისახავ მიზნად, დარწმუნებული ვარ რომ გამომივა, უფრო მეტიც, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა გამოვიდეს. კიდევ მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა მარტო არ ხარ და გუნდი გყავს. როგორც ხედავთ, არ ვარ სხვებისგან დიდად გამორჩეული, უბრალოდ საკუთარი მიზნები მაქვს ცხოვრებაში და ვიცი, რომ მიზნები მიღწევადია, სულ ესაა.
    • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომვარ წნორიდან, ქიზიყიდან და ძალიან მეამაყება. ყოველთვის გული მწყდება, როდესაც საკუთარ წარმომავლობას მალავენ, რადგან რეგიონებიდან არიან. იამაყეთ თქვენი წარმომავლობით, თქვენი სოფლებით, თქვენი მიწა-წყლით.
    • ჩემი ცხოვრების დევიზია:„აწყმო თუ არა გწყალობს, იმოქმედე!“.  „შეუძლებელი არაფერია, თუ რეალურია“.
    • ის რაც შთამაგონებს  არის წიგნები, დოსტოევსკის, ყაზბეგის, ჰიუგოს, ხანდახან ზოლას და კიდევ ბევრი სხვა წიგნი.
    • ჩემი მომავლის კონცეფცია არის მომავალი ერთი წლის კონცეფცია, რადგან „მომავალში“ ნებისმიერი დრო შეიძლება ვიგულისხმოთ, ეს კი შორს წაგვიყვანს:  მომავალ ერთ წელში ვაპირებ პროექტ „50 საჯარო მოხელედან“ იმ სრული უნარების და ცოდნის წაღებას, რასაც ის მოგვცემს, ამასთან, უნივერსიტეტში ცოდნის გაღრმავებას, რადგან უნივერსიტეტიც სწორედ საჯარო მმართველობას მასწავლის და არ მინდა, ზერელედ ვისწავლო, წნორში პატარ-პატარა პროექტების განხორციელებასაც. რეგიონების გამოცოცხლება ერთ-ერთი ჩემი მიზანია.
    • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები ...  არ ვამბობ იმას, რაშიც 100 %-ით დარწმუნებული არ ვარ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით სად ვიქნები, თუმცა ჩემი დიდი სურვილი და მიზანია, საჯარო სამსახურში, ხალხის სამსახურში ვიყო 5 წლის შემდგომ. ამის კი იმდენად მჯერა და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიქნები კიდეც, მაგრამ რადგან ზუსტად არ ვიცი სად და როგორ ვიქნები, ვერ გეტყვით.
    დეტალურად
  • ნინო დემურაძე

     

    დაიბადა 1992 წელს, ქალაქ რუსთავში. დაამთავრა ქ. თბილისის 145-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. მიღებული აქვს განათლება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად აგრძელებს სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე, სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2012 წელს გაიარა სტაჟირება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაში. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში და კონფერენციებში. შესრულებული აქვს ნაშრომები შემდეგ თემებზე: - ,,ვინდიკაცია და მისი კონკურენცია კონდიქციასთან“, ,,დისკრიმინაცია შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში“, ,,ადმინისტრაციული საჩივრის სახეები“, ,,ინტერესთა კონფლიქტი უძრავი ნივთის მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის“ და ,,ადმინისტრაციული აქტის აღსრულება“.

    ამჟამად აგრძელებს მუშაობას სამაგისტრო ნაშრომზე.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“  ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ვინაიდან მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ჩემს პიროვნულ და პროფესიოულ განვითარებაში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მაქვს მძაფრად განვითარებული მუდმივი  სამართლიანობის წყურვილი, ჩემს ირგვლივ არსებულ ყველა სფეროში. არასდროს ვეგუები უსამართლობას.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მე ვგრძობ ჩემზე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას ამ პროექტში და მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავამართლო ყველა გულშემატკივარი ადამიანის იმედი.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: ,,ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელი თავისი ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო იქნება მშობელი ქვეყნისთვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის.“ ვაჟა-ფშაველა

    ის რაც შთამაგონებს არის  ჩემი სამშობლო და ოჯახი.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ის, რომ რაც შეიძლება მალე ვიხილო ჩემი სამშობლო არა განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების რიგებში და მეც შევიტანო ჩემი წვლილი ამაში, როგორც ქვეყნის ერთგულმა საჯარო მოხელემ.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ღირსეული საჯარო მოხელე.

    დეტალურად
  • შორენა ყუბანეიშვილი

     

    დაიბადა 1992 წელს ქალაქ თერჯოლაში. 2009 წელს წარმატებით დაასრულა ქ.ქუთაისის ან. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკური საჯარო სკოლა. 2014 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. 2014 წელს სწავლა განაგრძო TEMPUS-ის ინტერდისციპლინარულ და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამაზე კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობის (EIGER)  პროგრამაზე. 2012 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული შვეიცარია–კავკასიის აკადემიური ქსელის მიერ ჩატარებულ დევნილთა საყოფაცხოვრებო პრობლემების კვლევაში.

    2014 წელს წარმატებით გაიარა  ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს თანამშრომლობით განხორციელებული ტრენინგი: „ლიდერობა და მართვა“.  2015 წელს მოხვდა 8  საუკეთესო დელეგატს შორის YES Georgia-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში „ევროკაშირის მოდელირება 2015“–MEU2015. ამავე წელს გაიარა სტაჟირება არასამათავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება XXI”–ში პროექტების მართვის განხრით. 2015 წელსვე წარმატებით დაასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებული ტრენინგი „სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა“.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე შეისწავლის გერმანულ ენას.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“ სამართლიანობის, ბრძოლის, თვითრეალიზებისა და წარმატების განცდა დამეუფლა.

    ზოგადად სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ შემიძლია დროის კარგი მენეჯმენტი, თავდაუზოგავი შრომა და გამაჩნია სტრატეგიების გათვლის კარგი უნარი.

    ერთი რამ, რაც ჩემს შესახებ მინდა, რომ იცოდნენ  არის თვითრეალიზების დიდი სურვილი, დასახული მიზნის მიღწევის პროცესში.

    ჩემი ცხოვრების დევიზია - განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც მსოფლიოს შეცვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. (ნელსონ მანდელა).

    ის რაც შთამაგონებს არის კეთილდღეობის და ჯანსაღი კონკურენციის  განვითარება ქართულ საზოგადოებაში.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებით, თვითრწმენით, სამართლიანობით, ჰუმანურობითა და სიძლიერით შევძლო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ გარშემომყოფთათვისაც ბედნიერების მოტანა.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ერთ–ერთი წარმატებული საჯარო მოხელე, რომელიც დაიცავს, აღასრულებს კანონით  განსაზღვრულ უფლება–მოვალეობებს და ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის განვითარებას, როგორც უმნიშვნელოვანეს ბერკეტს ჯანსაღი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის.

    დეტალურად
  • ნათია ტაბატაძე

    ნათია ტაბატაძე დაიბადა 1993 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის განხრით. 2013 - 2015 მუშაობდა GMT - მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის კომლექსში.

    2015 წელს გახდა პროექტ „50 საჯარო მოხელეს“ მონაწილე.

    ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

              

    როცა გავიგე რომ გავხდი პროექტში “50 საჯარო მოხელე“, მქონდა სიხარულის, თავდაჯერებულობის და სიამაყის განცდა. მჯერა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა არის ჩემი კარიერული განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ  ჩემი ხასიათითა და ნებისყოფით.

    ერთი რამ, რაც მინდა იცოდნენ ჩემს შესახებ, არის ის, რომ დასახულ მიზნებს ვეკიდები მაღალი პასუხისმგებლობით და მათ შესასრულებლად ვაკეთებ მაქსიმუმს.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია, თუ გვექნება  მონდომება და ნებისყოფა საქმის ბოლომდე მისაყვანად.

    ის, რაც შთამაგონებს, არის ჩემი მიზნები და წარმოდგენა იმ სასურველი მომავლის, რომელიც უნდა იქცეს რეალობად.

    5 წლის შემდეგ ვიქნები პოზიციაზე, სადაც მექნება დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილელების მიღების შესაძლებლობა. არ შევიცვლი საქმიანობას, რადგან ვფიქრობ რომ არ უნდა მიატოვო ის, რისი კეთებაც შეგიძლია და გიყვარს,  მთავარია  გაიზარდო კარიერულად და არ გაჩერდე იქ, საიდანაც დაიწყე.

     

     

    დეტალურად
  • მაგდა გიბიშვილი

     

    დაიბადა 1993 წლის 13 სექტემბერს, ქ. თბილისში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე სპეციალობით კონფლიქტების ანალიზი და მართვა.

    2013-14 წლებში მუშაობდა „ევროპის აკადემიურ ცენტრში“, პროექტების მართვის მენეჯერად, 2014-15 წლებში კი ენების ცენტრში  - „Seven Steps to Success”.

    2011 წლიდან აქტიურად არის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ამჟამად დაკავებული თანამდებობა - პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტის ორგანიზებაში, მათ შორის „ქუთაისი გაეროს მოდელირება 2015“-კომიტეტის ხელმძღვანელად; „შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლა 2015“-თანაორგანიზატორად. ასევე, მონაწილეობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „ლიდერობა და სტრატეგიული ორგანიზებულობა“, IEFS-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „გენდერი და ლიდერობა“(2015), დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი - „მოლაპარაკების ხელოვნება“(2013),  საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი - „საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ხელოვნება, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ (2012 წელი) და „ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლის ტექნიკა“ (ბათუმი, 2013 წელი) და სხვა.

     

    • როცაგავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. გავაანალიზე, რომ ამდენი აპლიკანტის და ამდენი ეტაპის გავლის შემდეგ მოვხვდი იმ 50 ადამიანში, რომელიც გახდა პროექტის უშუალო მონაწილე. ეს იყო ძალიან კარგი შანსი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის!

     

    • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მაქვს უშრეტი ენერგია იმ საქმის კეთების, რომელიც მიყვარს. ვცდილობ ყველაფერში დავინახო დადებითი და ყოველთვის ვცდილობ შევქმნა უკეთესი.

     

    • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის რომ, მე შემიძლია ვიყო ობიექტური და სამართლიანი, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა.
    • ჩემი ცხოვრების დევიზია: „გააკეთეთ ის რისიც გეშინიათ ! თავდაჯერება შიშის სიკვდილია!“

     

    • ის რაც შთამაგონებს  შეიძლება იყოს ქუჩაში უცხო ადამიანის ღიმილი და ბედნიერი სახე ან თუნდაც მომენტი, როდესაც ვხედავ საკუთარი საქმის შედეგს,  რომელიც დიდ სტიმულს მაძლევს, მეტი გავაკეთო.

     

    • Ø ჩემი მომავლის კონცეფცია არის  - ,,გინდა შეცვალო სამყარო? დაიწყე საკუთარი თავიდან” - მაჰათმა განდი.

     

    • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც უკან მოხედვისას ბედნიერი და ამაყი იქნება იმ საქმით, რომელიც გააკეთა, საქმით რომელიც მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რადგანაც ნათქვამია - „თანამდებობა არ არის პრივილეგიები ან ძალაუფლება, ის პასუხისმგებლობაა !“

     

     

    დეტალურად
  • არჩილ ხაჩიძე

     

    დაიბადა 1990 წელს, თბილისში. 2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპისმცოდნეობისა და თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამები. 2014 წლიდან სწავლობს ამავე უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

    აქვს მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება. ამჟამად ბაკალავრებისთვის კითხულობს  კურსის - „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ სემინარებს. პერიოდულად მონაწილეობს კვლევებში და ეწევა სხვადასხვა აკადემიურ საქმიანობას.

    ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

     

    • როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“გამიხარდა. საჯარო პოლიტიკა, როგორც მეცნიერება, ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელს ითვლის საქართველოში, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა.

     

    • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ჩემნაირი მეორე არ დადის ქვეყნად. არ არსებობს ბუნებაში იდენტური საგნები. ყველაფერი ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველაზე მეტად ალბათ რკინის ნერვებით გამოვირჩევი.

     

    • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ  -არ არის მსგავსი რამ. ყოველთვის ვამბობ იმას, რაც მინდა რომ იცოდნენ.
    • ჩემი ცხოვრების დევიზია:„ბედნიერება მაშინაა ნამდვილი, როცა უზიარებ“. ყველაფერი ცვალებადია, ყველაფერი გადახედვას ექვემდებარება. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: კაპიკია მათი ფასი გაზიარების გარეშე.

     

    • ის რაც შთამაგონებს  არის  სიახლის გაგების სურვილი. არ არსებობს ამაზე დიდი სიამოვნება და მოტივაცია.

     

    • ჩემი მომავლის კონცეფცია არისვიყო ღია ყველაფრის მიმართ. ფორესტ გამპის დედა ამბობდა: ცხოვრება „ბამბანერკას“ გავს, არასდროს იცი რა შეგხვდება.

     

    • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები... თუ ხუთი წლის შემდეგ მე ვიქნები იქ, სადაც ახლა წარმომიდგენია, ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდს ძალიან მოსაწყენად ჩაუვლია.
    დეტალურად
  • რატი მუხურაძე

     

    დაიბადა 1991 წელს, ქ. თბილისში. განათლება მიიღო ა.შ.შ.-ს ნიუ იორკის შტატის მანჰეტენვილის კოლეჯში (Manhattanville College). 2014 წელს მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი (Bachelor of Arts Degree), ფილოსოფიის და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. ამჟამად დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მენეჯერის პოზიციაზე.

    გავლილი აქვს სტაჟირება Gotham Gazette ონლაინ პუბლიკაციაში, რომელიც მიმოიხილავს ნიუ იორკის ადგილობრივ პოლიტიკას, ასევე აქვს შემოქმედებითი წერის სწავლების გამოცდილება ინგლისურ ენაზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიის საზაფხულო სკოლაში.  

    ფლობს ინგლისურს, რუსულს, გერმანულს და ურდუს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ - გამიხარდა, რადგან სამშობლოში ახლად დაბრუნებულს, მომეცა საშუალება, ჩავრთულიყავი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და უკეთ შემესწავლა ქართული საჯარო სისტემის სპეციფიკა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ არ ვცდილობ ვიყო სხვებისგან გამორჩეული.

    ერთი რამ, რაც მინდა იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ იოგაში, წერაში, თარგმნაში, ყველაფერ იმაში, რაც ხელს მიწყობს, განვმარტოვდე საკუთარ თავთან.

    ჩემი ცხოვრების დევიზია:  ცოდნა ყველაზე ძლიერი იარაღია.

    ის რაც შთამაგონებს  არის  დიდი მოაზროვნეები და მათი ნაშრომების გაცნობა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ვიყო ბედნიერი ჩემი საქმიანობით.

     

    რატი მუხურაძე

    დაიბადა 1991 წელს, ქ. თბილისში. განათლება მიიღო ა.შ.შ.-ს ნიუ იორკის შტატის მანჰეტენვილის კოლეჯში (Manhattanville College). 2014 წელს მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი (Bachelor of Arts Degree), ფილოსოფიის და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. ამჟამად დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მენეჯერის პოზიციაზე.

    გავლილი აქვს სტაჟირება Gotham Gazette ონლაინ პუბლიკაციაში, რომელიც მიმოიხილავს ნიუ იორკის ადგილობრივ პოლიტიკას, ასევე აქვს შემოქმედებითი წერის სწავლების გამოცდილება ინგლისურ ენაზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიის საზაფხულო სკოლაში.  

    ფლობს ინგლისურს, რუსულს, გერმანულს და ურდუს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ - გამიხარდა, რადგან სამშობლოში ახლად დაბრუნებულს, მომეცა საშუალება, ჩავრთულიყავი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და უკეთ შემესწავლა ქართული საჯარო სისტემის სპეციფიკა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ არ ვცდილობ ვიყო სხვებისგან გამორჩეული.

    ერთი რამ, რაც მინდა იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ იოგაში, წერაში, თარგმნაში, ყველაფერ იმაში, რაც ხელს მიწყობს, განვმარტოვდე საკუთარ თავთან.

    ჩემი ცხოვრების დევიზია:  ცოდნა ყველაზე ძლიერი იარაღია.

    ის რაც შთამაგონებს  არის  დიდი მოაზროვნეები და მათი ნაშრომების გაცნობა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ვიყო ბედნიერი ჩემი საქმიანობით.

     

    რატი მუხურაძე

    დაიბადა 1991 წელს, ქ. თბილისში. განათლება მიიღო ა.შ.შ.-ს ნიუ იორკის შტატის მანჰეტენვილის კოლეჯში (Manhattanville College). 2014 წელს მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი (Bachelor of Arts Degree), ფილოსოფიის და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. ამჟამად დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მენეჯერის პოზიციაზე.

    გავლილი აქვს სტაჟირება Gotham Gazette ონლაინ პუბლიკაციაში, რომელიც მიმოიხილავს ნიუ იორკის ადგილობრივ პოლიტიკას, ასევე აქვს შემოქმედებითი წერის სწავლების გამოცდილება ინგლისურ ენაზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიის საზაფხულო სკოლაში.  

    ფლობს ინგლისურს, რუსულს, გერმანულს და ურდუს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ - გამიხარდა, რადგან სამშობლოში ახლად დაბრუნებულს, მომეცა საშუალება, ჩავრთულიყავი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და უკეთ შემესწავლა ქართული საჯარო სისტემის სპეციფიკა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ არ ვცდილობ ვიყო სხვებისგან გამორჩეული.

    ერთი რამ, რაც მინდა იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ იოგაში, წერაში, თარგმნაში, ყველაფერ იმაში, რაც ხელს მიწყობს, განვმარტოვდე საკუთარ თავთან.

    ჩემი ცხოვრების დევიზია:  ცოდნა ყველაზე ძლიერი იარაღია.

    ის რაც შთამაგონებს  არის  დიდი მოაზროვნეები და მათი ნაშრომების გაცნობა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ვიყო ბედნიერი ჩემი საქმიანობით.

     

    დეტალურად
  • ტატო მიროტაძე

    დაიბადა 1992 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2015 წელს მიენიჭა ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ინფორმატიკის სპეციალობით. 2015 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

    აქვს მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო შემდეგ სფეროებთან: პროექტების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა (არასამთავრობო ორგანიზაცია), პროექტების მართვა.

    არის  არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი განვითარების ასოციაცია“ (IDA) დამფუძნებელი.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე,რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“,პირველ რიგში ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობა პროექტის შემქმნელებისგან. ამ მოლოდინის და ნდობის გამართლება, საკუთარი შესაძლებლობის განვითარება და მაქსიმალური შედეგების დადება გახდა ის ყოველდღიური საზრუნავი, რაზეც პროექტის მოხვედრის შემდეგ დავიწყე ფიქრი.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის...  არაერთი რამ.

    ის რაც შთამაგონებს  არის  ჩემი მეგობრები, ჩემი გრემოცვა. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა , მოგზაურობა, ლიტერატურა, მუსიკა, Ted talk-ის საჯარო გამოსვლები.

    ჩემი ცხოვრების დევიზია:ცხოვრება უსიამოვნო სიურპრიზებით აღსავსეა, მაგრამ მე  ძალიან მიყვარს სიურპრიზები (ელგუჯა ტაბატაძე).

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ჩამოყალიბებული საჯარო მოხელე სრულყოფილი ხედვით და მიზნებით.

     

     

     

     

     

    დეტალურად
  • ნუცა პაპუნაშვილი

    დაიბადა 1991 წელს, ქალაქ თბილისში. 2010-2014  წლებში სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, რის შედეგადაც მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. დასრულებისთანავე სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

     ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში  იყო იურიდიული კლინიკის მონაწილე, სადაც მოქმედ ადვოკატებთან ერთად იურიდიულ დახმარებას უწევდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, გაიარა სტაჟირება საადვოკატო ბიუროში. 2015 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო-ადმინისტრციული სამართლის მიმართულებით.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ძალიან გამიხარდა, რამდენდაც ვაცნობიერებდი იმ სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რასაც პროექტი ქმნიდა.

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის დასახული მიზნების მისაღწევად და არ გაურბის სირთულეებს.

    ის რაც შთამაგონებს არიან ადამიანები და მათი ისტორიები.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ჩამოვყალიბდე საკუთარ საქმეში მაღალი დონის პროფესიონალად.

    5 წლის შემდეგ ვიქნები პროფესიონალი საჯარო მოხელე, რომელიც საკუთარი ცოდნის და პიროვნული მახასიათებლების გამოყენებით, დაუღალავად შრომობს ქვეყნის პროგრესისთვის.

    დეტალურად
  • ლიკა ტურაშვილი

     დაიბადა 1994 წლის 16 ივნისს, ქალაქ გორში. 2011 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე - მოიპოვა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იყო სტიპენდიანტი სტუდენტი. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებში, მათ შორის სტუდენტურ კონფერენციებში. ერთ-ერთ კონფერენციაში მოიპოვა პირველი ადგილი ნაშრომით: „დამნაშავის წარსული ცხოვრება სასჯელის დანიშვნის დროს.“ გავლილი აქვს  სტაჟირება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში. 2015 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე - სისხლის სამართლის მიმართულებით.

    ამჟამად არის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი.

    ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, ვიყავი ძალიან ბედნიერი და ამავე დროს, გამიჩნდა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგანაც საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეგვარჩიეს. გამიჩნდა რწმენა, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოშიც კი შესაძლებელია წარმატების მიღწევა, თუკი საკმარისად მოვინდომებთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს.

     სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ყოველთვის ვცდილობ მივაღწიო დასახულ მიზნებს მხოლოდ თვითგანვითარების, მცდელობისა და საკუთარი რესურსების გამოყენების გზით. არასოდეს მაქვს მოლოდინი, რომ ერთ დღესაც თავისით დაიწყებს ჩემი მიზნები შესრულებას. მიმაჩნია, რომ სწორედ დღეს, აქ და ამჟამად უნდა გავაკეთოთ თუნდაც მცირედი იმისათვის, რომ დადგეს სასურველი შედეგი. მჯერა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების. ვარ ძალიან მიზანსწრაფული და მიმაჩნია, რომ დაბრკოლებები მხოლოდ მორიგი ბარიერებია, რომლის გადალახვაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებშია. მთავარია საკმარისი მონდომება, მოტივაცია, შრომა და სწორი მცდელობა მიზნის მისაღწევად.

     ერთი რამ, რაც მინდა იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მჯერა უკეთესი მომავლის. მზად ვარ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ყველა რესურსი იმისათვის, რომ უკეთესი გახდეს სამყარო და ჩემი ქვეყანა. ასევე, ვაცნობიერებ იმასაც, რომ სამყაროს შეცვლა მხოლოდ საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლის გზით შეგვიძლია. ამდენად, მზად ვარ ვიმუშაო საკუთარ თავზე, რათა მომავალში უკეთესი გახდეს როგორც ჩემი ქვეყანა, ასევე, ზოგადად სამყარო.

     ჩემი ცხოვრების დევიზია: ეცადე შენი ცხოვრება შეცვალოს შენმა ოცნებებმა, სანამ ცხოვრება შეგიცვლის ოცნებებს.

     ის, რაც შთამაგონებს არის წარმატებული ადამიანების მიღწევები.

     ჩემი მომავლის კონცეფცია არის  მაქსიმალური თვითრეალიზაცია ჩემი, ჩემი ოჯახის და ქვეყნის სასიკეთოდ.

     5 წლის შემდეგ მე ვიქნები წარმატებული საჯარო მოხელე იურიდიული მიმათულებით. ასევე, მექნება სხვადასხვა ინტერესის სფერო, სადაც წარმატებებს მივაღწევ. ასევე, 5 წლის შემდეგ ვიქნები კარგი ტრენერი / წავიკითხავ ლექციებს. შევეცდები ჩემი გამოცდილების გაზიარებას.

     

     

    დეტალურად
  • გიორგი გალდავა

     დაიბადა 1990 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ასევე, მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

    2012 წელს იმსახურა „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში“.

    აქვს სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში. მისი მუშაობა დაკავშირებული იყო საბანკო (A rating collection), გაყიდვების (universal card corporation) და მომსახურების (სასტუმრო „star hotel”) სფეროეროებთან. ასევე მონაწილებდა „საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის“ კვლევაში და მისი თანაავტორებით გამოქვეყნდა პოლიტიკის დოკუმენტი

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, პირველ რიგში ძალიან გამიხარდა, რადგან ვთვლი, რომ ეს პროექტი მომცემს საშუალებას პროფესიონალად ჩამოყალიბებისკენ გადავდგა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი. მეორე მხრივ, ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა ჩემი თავის და ქვეყნის წინაშე, ამიტომ ვეცდები, გავაკეთო  მაქსიმუმი ჩემი მიზნების განსახორციელებლად, რაც ემთხვევა პროექტის მიზნებს. მიზანი კი ჩვენი ქვეყნის სამსახურია, პატიოსანი და ერთგული სამსახური.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით...  ვფიქრობ არ ვარ სხვებისგან გამორჩეული. უბრალოდ ვარ ჩემი ქვეყნის პატიოსანი, მიზანდასახული და ერთგული მოქალაქე. ეს თვისებები კი ყველა ადამიანში არსებობს, უბრალოდ მათი წინ წამოწევაა საჭირო.

    ერთი რამ რაც მინდა იცოდეთ ჩემს შესახებ არის ის, რომ  ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიღებ მაშინ, როდესაც ადამიანებს ვეხმარები.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: „არასდროს გააკეთო ის რაც, არ იცი როგორ გააკეთო“

    ის რაც შთამაგონებს არის ადამიანის თავის თავზე გამარჯვება.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის, ვაკეთო სასარგებლო საქმე, როგორც ჩემთვის ასევე სხვისთვის და ამით მივიღო სიამოვნება.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ჩემი საქმის პროფესიონალი.

     

    დეტალურად
  • ალექსანდრეჭელიძე

    დაიბადა ქალაქ თბილისში, 1989 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფლობს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის (2011) და „ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების“ მაგისტრის (2015) აკადემიურ ხარისხებს. 2015 წელს სწავლა განაგრძო დოქტორანტურაში, თსუ-ს „ორგანიზაციის განვითარების და კონსულტირების“ მიმართულებაზე. 2012, 2014 წლებში მიიღო DAAD-ისა და გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიები.

    ალექსანდრეს აქვს როგორც პედაგოგიური, ასევე მთარგმნელობითი საქმიანობის გამოცდილება. 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალებთან - „ახალი საუნჯე“ და „არილი“. აქვეყნებს საკუთარ პროზასაც. ამჟამად ჩართულია lib.ge-ს მთარგმნელობით პროექტში.

    ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“უბრალოდ გამიხარდა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ვაფასებ სხვების გამორჩეულობას.

    ერთი რამ,  რაც მინდა  იცოდნენ  ჩემს შესახებ: არ მიყვარს ,,აჯაფსანდალი” (კერძიც იგულისხმება და უფრო კი უწესრიგობა).

    ჩემი ცხოვრების დევიზია:  ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ (ego cogito, ergo sum) - რენე დეკარტი.

    შთამაგონებს  ბეთჰოვენის ოპუს 132 და  ყვარლის მთების ნისლი.

    ჩემი მომავლის კონცეფციაა მივიღო და გავცე ცოდნა.

    5 წლის შემდეგ ვიქნები  ქოუჩი, მედიატორი, მკვლევარი.

    დეტალურად
  • გვანცა გაბაიძე

     გვანცა გაბაიძე დაიბადა 1992 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2014 წლიდან დღემდე სწავლობს New Vision უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

    გავლილი აქვს სტაჟირებები, როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებებში.

    ფლობს ინგლისურსა და რუსულ ენებს. სწავლობს ფრანგულ ენას.

     შეკითხვებზე პასუხი:

    • როცაგავიგე, რომმოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ –

    პირველ რიგში, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შევატყობინე ჩემი წარმატების შესახებ. შემდეგ გავაცნობიერე, რომ წინ უამრავი თავგადასავალი, ცოდნისა და გამოცდილების მიღება მელოდა

    • სხვებისაგან გამორჩეული ვარ ჩემი პიროვნული თვისებებით, გარეგნული მახასიათებლებით, შეხედულებებით, მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით.

    • ერთი რამ რაც მინდა იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ

    ყოველთვის ვპოულობ გამოსავალს !

    • ჩემი ცხოვრების დევიზია:  

    After all, Tomorrow is another day (©  Scarlet O’hara)

    • ყველაზე მეტად შთამაგონებენ

    ადამიანები და მათთან ურთიერთობა

    • ჩემი მომავლის კონცეფცია არის -

    მიზნები ქმედებების გარეშე მხოლოდ ოცნებაა

    • 5 წლის შემდეგ

    მე ვიქნები წარმატებული ადამიანი, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი ცხოვრება - უკვე იმოგზაურა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, სრულყოფილად შეისწავლა ფრანგული და იტალიური ენები, სამზარეულო და კულტურა, რათქმაუნდა არის საგადასახადო სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში და მუშაობს საჯარო სამსახურში, სადაც იღებს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას.

    დეტალურად
  • გვანცა შონია

    დაიბადა 1991 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2013 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი,  ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. აქვს მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო შემდეგ სფეროებთან: აგენტი (ტაო პრივატ ბანკი); კაპელდინერი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი);  განვადების მენეჯერი  (VTB”  ბანკი ); მოლარე-კონსულტანტი (Marks & Spencer); მარკეტინგის სამსახურის სტაჟიორი(სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო); ლიდერი (ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკი“).

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცაგავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ვიგრძენი ძალიან დიდი სიხარული და ის დღე გაფერადდა სხვადასხვა სახალისო ფერით. სიხარულის ის გრძნობა დღემდე გრძელდება, რადგანაც სწავლის პროცესი და პროექტის პედაგოგებთან და მონაწილეებთან ურთიერთობა ამართლებს ჩემს მოლოდინს. ასევე, ამ ამბის გაგებამ მოტივაცია ამიმაღლა, რომ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს წარმატებას უზრუნველყოფს.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე შევძელი შესარჩევი ტურების გადალახვა და მიმიღეს „50 საჯარო მოხელის“ პროექტში. ასევე მე გახლავართ ძალიან კარგი მსმენელი - თუ ადამიანი არის ცუდ ხასიათზე, ჩემთან საუბრისას  შესაძლებელია ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს და მიიღოს ის მხარდაჭერა, რასაც ელოდა.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის რომ ვარ ცოდნისმოყვარე, მაინტერესებს ყოველი სიახლე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პროგრესს. თუ ჩემი საქმე მაქვს დამთავრებული და დრო მაქვს რამე სხვა ვაკეთო, ავარჩევ იმას რომ შევისწავლო და გავიგო სხვა საქმე როგორ კეთდება. ან უბრალოდ დავეხმარო მეგობარს თავის საქმეში.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: თუ გჯერა და მოქმედებ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად მიაღწევ.

    ის რაც შთამაგონებს  არის სიყვარული. ეს ის გრძნობაა, რომელიც ნამდვილად საოცრებაა და რომელიც ყველაფერ კარგისკენ გიბიძგებს ადამიანს. ნებისმიერი სახის სიყვარული არის ჩემთვის შთამაგონებელი და ყოველივე კარგის კეთებისკენ და  სხვისთვის სიკეთის კეთებისკენ მიბიძგებს.

    ჩემი მომავლის კონცეფცია დაკავშირებულია იმასთან, რომ ხალხისთვის სიკეთე მოვიტანო.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნებიწარმატებული და სასახელო საჯარო მოხელე.

     

     

    დეტალურად
  • გიორგი ასპანიძე

    დაიბადა 1989 წლის 28 ნოემბერს, ქალაქ ახალციხეში. მიღებული აქვს განათლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, ფინანსების სპეციალობით. 2013 წელს გააგრძელა განათლების მიღება სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, აუდიტის სპეციალობით.

    2012 წელს მიიღო მონაწილეობა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებშიც იგი გაგზავნილი იყო ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ქართული ენის  დამხმარე პედაგოგად. სამი სემესტრის განმავლობაში იყო ამ პროექტის მონაწილე.

    ფლობს ინგლისურ ენას.

     

    როცა გავიგე,  რომმოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა, წარმატებული კარიერის შექმნის ეტაპი.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ არ ვარ ნიღაბს ამოფარებული, მაქვს მხოლოდ ერთი ნიღაბი და ეს ნიღაბი ჩემი სახეა.

    ერთი რამ,  რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ უდიდეს სიამოვნებას მგვრის ადამიანებთან (თუნდაც უცნობებთან) ურთიერთობა და დახმარების ხელის გაწვდენა. თითოეული ამ ადამიანის სახეზე აღბეჭდილი ღიმილი მაგრძნობინებს ცხოვრების აზრს და მომიწოდებს სიკეთის კეთებისკენ.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: რაც შეიძლება გააკეთო დღეს, ნუ გადადებ ხვალისთვის.

    ის რაც შთამაგონებს  არის  წარმატებული ადამიანების განვლილი ცხოვრება, მათი შემართებული ბრძოლა, ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევა და დასახული მიზნების მიღწევა.   

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ცხოვრება ისეთ გარემოში, სადაც არასდროს მომბეზრდება ფრაზის „ცხოვრება მშვენიერია“  თქმა.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნებიერთ-ერთი წარმატებული მოქალაქე, რომელიც თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აქტიურად გამოიყენებს საქართველოს განვითარებისთვის.

     

     

     

     

     

     

    დეტალურად
  • მარიამ გელეტაშვილი

    დაიბადა 1992 წელს, ქალაქ ზესტაფონში. მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და სოციოლოგიის (მეორადი) სპეციალობით. 2014 წელს სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.

    2014 წლის ბოლოდან ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ჰელსინკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.

    2010-2014 წლებში აქტიურად მონაწილეობდა  სხვადასხვა სტუდენტურ და სამეცნიერო კონფერენციებში, პარლამენტის მოდელირებებში, დებატების ტურნირებში. იყო  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის აქტიური წევრი.  2014 წელს სტაჟირება წარმატებით გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

    მისი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია შემდეგ სფეროებთან: კვლევის ინტერვიუერი (შვეიცარიის აკადემიური განვითარების ქსელი), დამკვირვებელი საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო), რეგისტრატორი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებში (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ მივხვდი, რომ გადავედი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ეტაპზე, რომელიც საშუალებას მომცემს რეალურად განვახორციელო დასახული მიზნები და აქტიური მონაწილე ვიყო საზოგადოებისათვის სასიკეთო ცვლილებების მოტანის პროცესში. გარდა ამისა, დამეუფლა სიამაყის გრძნობა, რომ აქამდე დაგროვებულ გამოცდილებას ფუჭად არ ჩაუვლია და შრომამ და მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო. ეს იყო  ახალი გამოწვევის მიღების სიხარული.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მე ვარ და არა სხვა.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ სამართლიანობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: „იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედოდ ბრძოლა სჯობია“ ოთარ ჭილაძე

    ის რაც შთამაგონებს  არის ცხოვრება, რომელიც მშვენიერია.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც მოიცავს სამართლიანობას, ნოვატორობას, საქმის ერთგულებასა და მზრუნველობას, ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობას.  

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები უკეთესი საქართველოს ღირსეული მოქალაქე.

    დეტალურად
  • ხატია რეხვიაშვილი

    დაიბადა 1991 წელს ქ. თბილისში. 2009-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე  - სამართლის ბაკალავრი.

    2013-2015 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართლის მაგისტრი. 2015 წელს სწავლა გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე - მაგისტრანტი.

    გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს შსს აკადემიაში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევითი პრაქტიკის მიმართულებით. სკითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში. 2013 წელს იყო  იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი/ადვოკატის თანაშემწე.

    2014 წლის დეკემბრიდან - დღემდე ა.(ა.)ი.პ. სამოქალაქო ვექტორის თანადამფუძნებელი, იურისტი და პროექტების მენეჯერი.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ჩავთვალე, რომ მომეცა ძალიან კარგი შესაძლებლობა, უკეთ გავცნობოდი საჯარო სამსახურის სპეციფიკას, მიმეღო ახალი ცოდნა და გამოცდილება, მეზრუნა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე არ ვწყვეტ დასახული მიზნის მისაღწევად მუშაობას.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის , რომ მჯერა ცვლილებების.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა!

    ის რაც შთამაგონებს  არის განსხვავებული ადამიანები და სამყაროსადმი განსხვავებული დამოკიდებულება.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის უფრო განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები უფრო საინტერესო ადამიანი, ვიდრე დღეს ვარ.

     

    დეტალურად
  • ანი ქებულაძე

    დაიბადა 1993 წელს, ქალაქ ქუთაისში. მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში და ფლობს ბაკალავრის დიპლომს საჯარო მმართველობის მიმართულებით. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში Fairleigh Dickinson-ის უნივერსიტეტში (ამერიკა, ნიუ ჯერსის შტატი). 

    ფლობს  რუსულ და ინგლისურ ენებს.

    როდესაც გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში “50 საჯარო მოხელე“  ვიყავი უზომოდ ბედნიერი და ამაყი. ძლიერი კონკურენციის და ნერვიულობის მიუხედავად, შევძელი, გადამელახა კონკურსის ყველა ეტაპი, რის შედეგადაც მოვხვდი რჩეულ ორმოცდაათში. ამასთანავე, ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა  - გამემართლებინა ჩემზე დამყარებული იმედები და მოლოდინები.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ არასდროს არ ვფიქრობ მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე და სულ გამოვდივარ საერთო მიზნებიდან და სურვილებიდან. ყველა ადამიანი არის ინდივიდი და  შესაბამისად, არის განუმეორებელი, უნიკალური. მაგრამ ამასთანავე ყველას აქვს გარკვეული თვისებები, რომლებიც მას სხვებისგან გამოარჩევს.

    ერთი რამ,რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ როგორც რუსეთში სკოლადამთავრებულისათვის ჩემი მთავარი ოცნება იყო საქართველოში სწავლა და სამშობლოში მოღვაწეობა. ჩემი ოცნება ახდა და ვარ ძალიან ბედნიერი.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ”.

    ის,რაც შთამაგონებს არის სიყვარული, საინტერესო მხატვრული ლიტერატურა, წარმატებული ადამიანების ისტორიები.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის  საქართველოს მოქალაქეების “გლობალური მოქალაქეების” რიგებში გადასვლა. ამ კონცეფციის მიხედვით  საზღვრები შეიძენენ სიმბოლურ დატვირთვას და ადამიანს შესაძლებლობა ექნება თავისუფლად გადაადგილდეს მსოფლიოს უმეტესობა ქვეყანაში, გაეცნოს განსხვავებულ კულტურას და ჩაერთოს გლობალიზაციის პროცესში.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები წარმატებული, კარიერულ კიბეზე წინმსვლელი საჯარო მოხელე.

    დეტალურად
  • გოგა ბაგაური

    იგი არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. 2014 წელს ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“ ვიფიქრე, რომ იწყებოდა ერთ-ერთი ყველაზე რთული, დამღლელი და ყოველდღე დაგეგმილი 6 თვე, და მაინც გამიხარდა.

    სხვებისგან გამორჩეული არ ვარ, მაქვს რამდენიმე ჩვევა რომლებსაც უბრალოდ ყოველთვის ვასრულებ, ყოველდღე ვდებ თითო აგურს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

    ერთი რამ, რაც მინდა, იცოდნენ ჩემს შესახებ, არის ის, რომ დარწმუნებული ვარ, მომავალი ჩემს ხელშია და მე შემიძლია, მივაღწიო ყველაფერს, რასაც მინდა. არ მაინტერესებს მიზეზები, ვეძებ მხოლოდ შესაძლებლობებს.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: არ დანებდე და ნახავ, როგორ ნებდებიან სხვები.

    ის რაც შთამაგონებს  არის ისეთი ადამიანების ცხოვრება, როგორებიც არიან: ილია ჭავჭავაძე, ბრიუს ლი, ნიკი ლაუდა, მოჰანდას კარამჩანდ განდი, არნოლდ შვარცნეგერი, ჩარლზ შვაბი, ნიკოლა ვუიჩიჩი, სტივ ჯობსი, ბესარიონ გორჯოლაძე.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ვეცადო გავაკეთო შესაძლებლობების მაქსიმუმი მიზნების მისაღწევად, ვიცხოვრო გაცნობიერებულად და ვიყო ბედნიერი სიცოცხლის ყოველი წამით.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ის, რისთვისაც ვიზრუნებ და ვიშრომებ 5 წლის განმავლობაში.

     

     

     

    დეტალურად
  • ვერიკო გელენავა

    დაიბადა 1992 წლის 22 ივლისს. 2010 წელს მედალზე დაამთავრა ქ. რუსთავის #2 საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოიპოვა 100% სახელმწიფო გრანტი. 2014 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2014 წლიდან, ასევე 100% სახელმწიფო გრანტით, სწავლობს New Vision University-ის სამაგისტრო პროგრამაზე- შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალი.

    სამუშაო გამოცდილება: უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი NVU-იურისტი; ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია: ქალები უკეთესი მომავლისათვის-თანადამფუძნებელი/იურისტი; ქ. რუსთავის მერია - რეგისტრატორი; ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო-მოხალისე/პროგამების ასისტენტი; ELSA Tbilisi - ოფის მენეჯერი.

    მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროქტში, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ეუთოს ერთობლივი პროექტი თურქეთში- International Human Right Summer School; IES & NESG-International summer School-liberty law and economics; Youth Space & სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო- ადამიანის უფლებები და სიძულვილის ენა. და სხვა.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    შეკითხევბზე პასუხი:

    • როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“...

    რა საკვირველია, პირველი რეაქცია იყო უზომო სიხარული, შემდგომ მალევე მოვიდა შეგრძნება იმისა, რომ ჩემ ცხოვრებაში იწყება ერთ-ერთი საუკეთესო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი. ეტაპი, როდესაც შენ მხოლოდ შენს თავს აღარ ეკუთვნი.

     

    • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ...
      მარტივად შემიძლია საქმის გამო საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმა. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. მაქვს უდიდესი მონდომება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ამ სიტყვების საუკეთესო გაგბით- გადაწყვეტილების მიღების და მასზეპასუხისმგებლობის აღების უნარი.

     

    • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ჩემი აზრით ყველას და ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. ასევე, ჩემი ცხოვრების წარმმართველი პრინციპებია: მოთმინება, ქვლმოქმედება და მადლიერება.

     

    • ჩემი ცხოვრების დევიზია:თუ გინდა იწინასწარმატყველო მომავალი, შექმენი ის თავად. იპოვე შენი თავი, შენი საქმე და აკეთე ის რაც გიყვარს.

     

    • ის რაც შთამაგონებს  არის...   რეალობა. ყოველთვის შთამაგონებს ის, რაც ჩემ გარშემოა, ჩემ ირგვლივაა. ის, რაც არ მომწონს და რისი შეცვლის სურვილიც მიჩნდება. დიახ, დეტალებს აქვს მნიშვნელობა, სწორედ ისინი ქმნიან სრულყოფილებას.

     

     

    • ჩემი მომავლის კონცეფცია არის... უნდა იცხოვრო არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით.

     

    • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები...
    • წარმატებული, სახელმწიფოსთვის გამოსადეგი მოქალაქე და საჯარო მოხელე.
    დეტალურად
  • თინათინ ჯაჭვაძე

    დაიბადა 1991 წელს, ქ. თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2015 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. 2013 წელს დაიმსახურა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სტიპენდია. სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებში, როგორებიცაა დებატები, კონფერენციები და იმიტირებული სასამართლო/სააბიტრაჟო პროცესები.

    2012-2014 წლებში აქტიურად იყო ჩართული ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. ამასთან, ორგანიზაციებში წევრობისას, იყო სხვადასხვა მასშტაბური პროექტების ორგანიზატორი.

    ასევე, მეცნიერული/კვლევითი კუთხით, მონაწილეობდა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის რარიტეტული გამოცემების ჯგუფში. არის რამდენიმე სამართლის წიგნის რედაქტორი. ამავდროულად, აქვს თითქმის ორწლიანი სამუშაო გამოცდილება - თავდაპირველად იუსტიციის სახლში, ხოლო შემდგომ იურიდიულ კომპანიაში - “ენ ელ ეს“, უმცროს იურისტად. იურიდიულ კომპანიაში მუშაობისას, იყო კომპანია “თიბისი ფეი”-ს იურისტი.

    ამჟამად, არის იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტის “50 საჯარო მოხელე”-ს მონაწილე.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

     როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი. ერთი მხრივ, ეს სიხარული განპირობებული იყო იმით, რომ გავხდი ერთ-ერთი რჩეული 50-დან. ხოლო, მეორე მხრივ, გავაცნობიერე, თუ რა მელოდებოდა წინ, რამაც პასუხისმგებლობა შემმატა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მაქვს მომავლის პოზიტიური ხედვის უნარი. ეს თვისება მაძლიერებს და მმატებს საკუთარი თავის რწმენას, რადგან მჯერა, რომ სიკეთე და პოზიტივი ამოძრავებს მთელ სამყაროს. ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის მეხმარება წარმატების მიღწევაში.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ჩემთვის უზენაესი ღირებულებებია გულწრფელობა და სამართლიანობა.

    ჩემი ცხოვრები სდევიზია: “ღმერთო, მომეცი მოთმინება, რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა, რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.” - კურტ ვონეგუტი.

    ის რაც შთამაგონებს არის ხელოვნება, მთელი მისი სისავსით და ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ისეთი საჯარო სამსახურის არსებობა, რომლის თითოეული პროფესიონალი წევრი გააცნობიერებს თავის როლს და პასუხისმგებლობას. ეს იქნება საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტი და საყრდენი მთელი სახელმწიფოსთვის, განაგრძოს დემოკრატიული სვლა და დაიმკვიდროს სრულუფლებიანი წევრის ადგილი ევროპულ თანამეგობრობაში.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საფუძველი აქვს ჩაყრილი მისივე მომავლის კონცეფციის განხორციელებაში. ვიმუშავებ იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტემენტში, რითაც დავეხმარები სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.

     

     

     

     

    დეტალურად
  • სალომე აბესაძე

    დაიბადა 1991 წლის 20 იანვარს. 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხით. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა მედია და ახალი ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე.                                                                                         

    სალომე აბესაძის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება საქმიანობის შემდეგ სფეროებს: ACT საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის კომპანია (კვლევითი პროექტები), არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"(სტაჟირება). იგი არის  არაერთი კონფერენციის, ტრენინგის მონაწილე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“  მივხვდი, რომ მომეცა შესანიშნავი შესაძლებლობა  ახალი ცოდნის შეძენისა და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის სახით.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მიმაჩნია - თითოეული ჩვენგანი თავისებურად უნიკალური და გამორჩეულია. ჩემს შემთხვევაში, რაც გამომარჩევს არის ის, რომ არასოდეს ვწყვეტ შემეცნების პროცესს.

    ერთი რამ  რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ  ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც  პროექტში - “50 საჯარო მოხელე“ მონაწილეობით მეკისრება და ვეცდები, რომ ის ცოდნა და უნარები, რასაც ამ დროის განმავლობაში მივიღებ, გამოვიყენო ქვეყნის სასარგებლოდ.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: ადამიანმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და არასოდეს შეეშინდეს წარუმატებლობის, რადგან ეს უკანასკნელი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.

    ის რაც შთამაგონებს  არის... ყველაფერი, რამაც შეიძლება, დამაფიქროს.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის...ის, რაც თავად უნდა შევქმნა შრომით, ცოდნითა და მიზანდასახულობით.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები... წარმატებული საჯარო მოხელე.

     

    დეტალურად
  • ეთერ სამნიაშვილი

     დაიბადა 1991 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა). გავლილი აქვს სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ მივხვდი, რომ წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი 6 თვე მელოდა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე არ მიჭირს შეცდომის აღიარება და შესაბამისად, მის გამოსწორებაზე ზრუნვა.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არისის, რომ მე ყოველთვის მზად ვარ ჯანსაღი კრიტიკის მისაღებად.

    ჩემი ცხოვრების დევიზია:ლათინური გამონათქვამი - ,,Per aspera ad astra“ ,,სიძნელეების გავლით ვარსკვლავებისკენ“.

    ის რაც შთამაგონებს  არის უბრალოებაში დანახული სიდიადე. ისევე, როგორც ყველაფერი გენიალური მარტივია, ყველაფერი დიადი არის უბრალო.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ადამიანებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რათა ერთად ავუწყოთ ფეხი ცივილიზებული სამყაროს განვითარების სწრაფ ტემპს.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნებიწარმატებული იურისტი.

     

     

     

     

    დეტალურად
  • შოთა შაფაქიძე

    დაიბადა 1992 წლის 24 აგვისტოს. 2010 წელს ის ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2014 წელს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2014 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და ამჟამად იმყოფება სწავლის აღნიშნული საფეხურის მეორე, დამამთავრებელ კურსზე.  2014 წლის აპრილიდან მუშაობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“...  ეს იყო ძალიან სასიამოვნო შეგრძნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მიმეღო ამ პროექტში მონაწილეობა და შერჩევის ამდენი ეტაპის გავლის შემდეგ, საბოლოოდ 50 ადამიანს შორის მოხვედრამ, დადებითად იმოქმედა ჩემზე. ამასთან ერთად, ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს ყოველთვის დიდი მოტივაციით ვხვდები და მიმაჩნია, რომ ეს პროექტი სწორედ ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ... სხვებისგან გამორჩეული ვარ ინდივიდუალიზმით. ვინაიდან, განვლილ პერიოდში საშუალება მქონდა კარგად გამეცნო პროექტის ყველა მონაწილე, გამოიკვეთა, რომ თითოეულ მათგანს ძალიან კარგი და გამორჩეული ინდივიდუალური თვისებები და უნარები აქვთ. ისინი ამით განსხვავდებიან და გამოირჩევიან ერთმანეთისგან. მიმაჩნია, რომ მეც, ჩემი მხრივ, ამით გამოვირჩევი სხვებისგან.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ... მინდა ცხოვრების მანძილზე რაც შეიძლება მეტი კარგი რამის გაკეთება.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: გააკეთე და გაიღე ყველაფერი საკუთარი მიზნის მისაღწევად და საბოლოოდ, აუცილებლად მიაღწევ კიდეც მას.

    ის რაც შთამაგონებს  არის... საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, ყოველდღიური ცხოვრება.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის...ადამიანმა ყოველთვის უნდა მიიღოს ახალი გამოწვევები, რომელიც კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში ახალ საფეხურზე და ეტაპზე გადაიყვანს. შესაბამისად, მომავლის კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ვერანაირმა დაბრკოლებამ ვერ უნდა შეუშალოს მას ამაში ხელი.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები...  სავარაუდოდ, კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი მექნება და დასაქმებული ვიქნები, დიდი ალბათობით, საჯარო სექტორში. ასევე, მსურს, შესწავლილი მქონდეს კიდევ ერთი უცხო ენა, მინიმუმ.

     

     

     

    დეტალურად
  • ლევან ხოსიტაშვილი

     

    დაიბადა 1991 წელს, ქალაქ რუსთავში. მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი.

    იგი მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში. 2011-2012 წლებში იგი ჩართული იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებულ პროცესებში. 2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროექტში: „ფსიქოლოგია იურისტებისთვის“,  „ღია მმართველობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“. 2014 წლის დეკემბერში გაიარა ტრეინინგი -  „სისხლის სამართლის ელექტრონული წარმოება“. ასევე, 2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში -,,Youth Exchange our Villages", რომელიც განხორციელდა ევროკომისიის პროგრამა _ ერასმუს პლიუსისა და თურქეთის ნაციონალური საბჭორს მხარდაჭერით. იგი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, ვიგრძენი თავი განსაკუთრებულად. გავითავისე ის პასუხისმგებლობა, რასაც პროექტის მიზნები ითვალისწინებს. შევემზადე იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიმეღო, რაც დამეხმარება თანამდეროვე საჯარო მოხელედ ჩამოყალიბებაში.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით …. განსხვავების  ნახვა ადვილია, თუმცა არა არსებითი.თითოეული ადამიანი განსაკუთრებული და განუმეორებელია.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მძულს მხოლოდ ქცევები და არა თავად ადამიანი.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: ერთხელ ვცხოვრობთ.  „გინდა შეცვალო სამყარო? დაიწყე შენგან“.

    ის რაც შთამაგონებს  არის: მუსიკა, ქაოსი და ადამიანი.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის მსოფლიო, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოხელე, რომელსაც უყვარს საქმე, რასაც აკეთებს, არის თავის  საქმის სპეციალისტი, საინტერესო პიროვნება და საიმედო საყრდენი საზოგადოებისთვის.

    დეტალურად
  • ნინო გვამბერაძე

     დაიბადა 1993 წლის 9 მარტს, ქალაქ ქუთაისში. 2011 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა. 2011 წელს, სკოლის დსრულების შემდეგ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2015 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ზოგად ფსიქოლოგიაში. ამავე წელს ჩაირიცხა ორგანიზაციის განვითარება და კონსლუტირების სამაგისტრო პროგრამაზე. 2014 წელს გაიარა სტაჟირება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“...  “50 საჯარო მოხელე” პირველი პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე; მთელი გულით მინდოდა მოხვედრა, ალბათ, ამანაც განაპირობა 50 რჩეულში რომ ვარ დღეს. 13 ოქტომბერსდილით დამირეკეს, ჯერ კიდევ მეძინა. იქამდე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პროექტში ვერ მოვხვდებოდი და როდესაც მომილოცეს, თავი სიზმარში მეგონა (არ ვაჭარბებ)!  

    ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი. სიამაყეს, გაოცებას, აღფრთოვანებას, საკუთარი თავის რწმენას, სიხარულს - ყველაფერს ერთდროულად ვგრძნობდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე უეცრად გავხდი ბედნიერი (აღმატებით ხარისხში). პირველი, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის და გულშემატკივრებისთვის ინფორმაციის გაზიარება. 13 ოქტომბერს მართლაც „ცა მეტი“ იყო ჩემთვის.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ ისევე, როგორც სხვები არიან ერთმანეთისგან გამორჩეულები. მარტივად, ავიღოთ შტრიხ-კოდი, ოდნავი ცვლილებითაც კი იგი უკვე სხვა პროდუქტს ეკუთვნის. ასევეა ადამიანების შემთხვევაშიც, ნიშან-თვისებათა კომბინაცია განაპირობებს ჩვენს გამორჩეულობას და არა რომელიმე ერთი მახასიათებელი, რაც სხვას არ გააჩნია. ყოველთვის აღმოჩნდება ვინმე, ვინც უკეთესი იქნება ჩვენზე, მაგრამ არა ჩვენი იდენტური. ასე რომ ჩვენ ვართ უნიკლურები ჩვენი არსებით.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ... ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემ შესახებ არის ის, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანების გახარება, განსაკუთრებით - მოულოდნელად.

    ჩემი ცხოვრების დევიზია:  „მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა“.  საყვარელი და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ჭეშმარიტი ფრაზაა „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.

    ის რაც შთამაგონებს არის ჩემი მომავალი!

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის...მომავალი საკუთარ თავში ხანგრძლივ პერიოდს მოიაზრებს, დაწყებული მომავალი წამიდან, დასრულებული სიცოცხლის ბოლომდე. რთულია დეტალები გაწერო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი მთელი ცხოვრება იქნება პიროვნული და კარიერული ზრდა-განვითარება, სამართლიანობისთვის ბრძოლა, წინსვლა და რაც მთავარია ხალხზე ზრუნვა... ხალხში შეიძლება იგულისხმებოდეს, როგორც ჩემს ირგვლივ მყოფი საზოგადოება, ისე ფართო მასები. ეს დამოკიდებულია მოცემულობაზე, რომელიც ჩემ წინაშე დადგება სამომავლოდ.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები უფრო განათლებული, გამოცდილი, წარმატებული საჯარო მოხელე.

     

     

     

    დეტალურად
  • გურამ ლომიძე

    დაიბადა 1992 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2015 წელს მას მიენიჭა ფილოსოფიისა და თავისუფალი მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი.  2012 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ეკონომიკურ გაზეთ „ბანკები და ფინანსებში“,  ჟურნალისტის პოზიციაზე. 2015 წელს მოიპოვა სტრასბურგის აკადემიის მიერ აღიარებული ფრანგული ენის ცოდნის სერთიფიკატი. 2014 წელს ატარებდა საგანმანათლებლო სამუშაოებს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ქართული კულტურისა და საზოგადოების შესახებ. სისტემატიურად ღებულობდა მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.  

    ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარომოხელე“ - პირველი გრძნობა იყო სიხარული, შემდეგ კი პასუხისმგებლობის გრძნობა, და იმ გამოწვევების გადალახვის, სურვილი, რომელიც წინ მელოდა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე - მიყვარს ცხელ წერტილებში ყოფნა და რთული სიტუაციები, ეს ყოველთვის მაძლევს შესაძლებლობას შევამოწმო ჩემი პიროვნული პროგრესი.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის - რომ ბარიერები არასდროს არ მაშინებს, უფრო მეტიც, ეს ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა,  ყოველი ახალი გამოწვევა  და მისი დაძლევა დახარჯულ ენერგიას სრულად მინაზღაურებს.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს მაგრამ ვიბრძოლებ იმისთვის, რათა თქვენ მისი გამთქმის უფლება გქონდეთ. (ვოლტერი)

     ის რაც შთამაგონებს  არის - ხალხთან ურთიერთობა, თითოეულ ადამიანს მივიჩნევ ღრმა ფილოსოფიურ ნაშრომად, რომელსაც „წაკითხვა“  და დაფასება უნდა. ხშირად შთავუგონებივარ ერთი შეხედვით უბრალო საუბრებს.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის - მწვანე საქართველო,  სიმწვანეში მხოლოდ  ბუნებას არ ვგულისხმობ, ეს არის ბალანსის, სიჯანსაღის და მშვიდი გარემოს ფერი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორედ ასეთია საქართველოს გარდაუვალი მომავალი.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები - საჯარო მოხელე, ჩემთვის მთავარი მიზანია, ვიმსახურო იმისათვის, რაც ყველაზე ღირებულია, იმის წარმოდგენაც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ ჩემი საქმით შემეძლება თუნდაც ერთ ადამიანს დავეხმარო იმაში, რომ მოახდინოს მისი შესაძლებლობების რეალიზება.

     

    დეტალურად
  • მარიამ გარსევანიშვილი

    დაიბადა 1991 წლის 22 ივნისს, ქალაქ თბილისში. განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2013 , ფლობს ევროპისმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს. 2012 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა AIESEC -ის პროექტში „ENGLISH ACADEMY“. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტმობრის ჩათვლით მუშაობდა კომპანია ,,Angel’s Face” - ში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 2015 წლის მაისიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით გაიარა სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. ამავე დროს თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების ჯგუფთან _ ,,EUVEGE“.  2015 წლის ოქტომბრიდან იმყოფება პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ .

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ პირველი ემოცია იყო სიხარულისა და ბედნიერების გნაცდა, ასეთი მაღალი სტანდარტის პროექტში მოხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და დამაკისრა პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე რომლებიც ჩემში დებენ ფასდაუდებელ ინვესტიციას.

    ე როგორც პიროვნება სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ჩემი გონება თავისუფალია სტერეოტიპული აზროვნებისგან,  მე ვარ 21-ე საუკუნის ადამიანი რომელსაც აქვს აზროვნების სრული თავისუფლება და უფლება რომ არ იყოს დარწმუნებული წლებისა და საუკუნეების წინ საზოგადოებაში გავრცელებული საერთო აზრის შემქმნელების გონიერებაში.  მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე მოცემული ყოველი მოცემულობა ჩემთვის უბრალო, აბსტრაქტულ დოგმატებად რჩება.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ არასოდეს შევეგუები უსამართლობას.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: იკითხე, შეისწავლე, შეიმეცნე, მიეცი გონებას აზროვნების თავისუფლება და ის ერთი შეხედვით მიუღწეველ მიზნებსაც კი ხელშესახებს გახდის.

    ის რაც შთამაგონებს  არის  მხატვრული ლიტერატურა, კლასიკური მუსიკა, თეატრი, ყველაფერი რაც ეხება ადამიანის ღრმა, სულიერ მდგომარეობას.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის  განათლების მიღების უსასრულობა დროში, მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, კერძოდ განათლების სფეროში და ამ კუთხით მონაწილეობა ქვეყნის საერთო, სამომავლო მიზნების განხორციელებაში.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები  საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში მდგომი წარმატებული საჯარო მოხელე .

     

     

    დეტალურად
  • თებრო ლევიძე

    დაიბადა 1993 წლის 04 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში. ზოგადი განათლება მიიღო ქ. ქუთაისის  #31-ე საჯარო სკოლაში. 2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით. ამავე წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - კერძო სამართლის სპეციალიზაციით, ასევე სახელმწიფო  დაფინანსებით.

    2015 წლის ოქტომბრიდან არის პროექტში „50 საჯარო მოხელე“. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროექტსა და კონფერენციაში. გავლილი აქვს სტაჟირებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; სსიპ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურში.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“პირველ რიგში ძალიან გამიხარდა. კონკურსში გამარჯვებამ შემმატა თავდაჯერებულობა, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა გავიარეთ რთული და მრავალ ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი. თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ პროექტი იძლოეოდა პიროვნული და პროფესიული განვითარების დიდ შანსს და მოტივირებული ვარ მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ 50 რჩეულ, ჭკვიან და მიზანდასახულ ახალგაზრდას შორის ერთერთი, ურთიერთობა გვაქვს პროფესიონალ და საუკეთესო ტრენერებთან და რაც მთავარია კარგად მაქვს გათვიცნობიერებული  პასუხისმგებლობა იმის, რომ ჩვენ ვქმნით ამ პროექტის  და არა მარტო ამ პროექტის მომავალს.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ, მიღწეული წარმატება არ მაჩერებს და გამუდმებით ვცდილობ კიდევ უფრო მეტ კარიერულ წინსვლაზე.

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ჩემთვის აუტანელია უსამართლობა და  ჩემი ყოველი ქმედება სამართლიანობის  დაცვისაკენ იქნება მიმართული.

    დევიზი: „ცოცხლობდე - ნიშნავს იბრძოდე; იბრძოდე - ნიშნავს ცოცხლობდე.“ პიერ ბომარშე

    ის, რაც შთამაგონებს,  არის  სიყვარული და თანადგომა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია ეფუძვნება საყოველთაო მშვიდობას, ღირსეულ სიცოცხლეს, ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის, განსაკუთრებით კი  ჩემი ქვეყნის  მომავალისათვის, რომელშიც მინდა, რომ წვლილის შემტანი მეც ვიყო.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნებიშემდგარი პროფესიონალი, საკუთარი საქმის კარგი მცოდნე, ორიენტირებული პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, ქვეყნისათვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ცვლილებების სათავეში, რომელიც უკვე დაიწყო  და მიმდინარეობს ჩვენი - პროექტის მონაწილეების სახით.

     

     

     

     

    დეტალურად
  • ეკა ბობოხიძე

    დაიბადა 1993 წელს ქალაქ ქუთაისში. 2011-2015 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ფლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ბაკალავრის ხარისხს. ამჟამად სწავლობს სამაგისტრო პროგრამაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანმრთელობითი განათლება“ იმავე უნივერსიტეტში.

    სწავლის პარარელურად მიიღო სამუშაო გამცდილება სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში. გავლილი აქვს სტაჟირება: „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში არსებულ დასავლეთ საქართველოს ეროვნულ– სამედიცინო ცენტრში ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტში და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში. მონაწილეობდა USAID-ის მიერ 2014 წელს ორგანიზებულ კვლევაში, რომელიც ემსახურებოდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფასებას.

     სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა სამეცნიერო-კვლევით კონფერენციებში, რომლის ფარგლებშიც ჩაატარა ორი კვლევა მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის თემატიკაზე. აღნიშნული კვლევები დაბეჭდილია კონფერენციის ფარგლებში გამოქვეყნებულ ჟურნალში.

     ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

     როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ჩემი შრომის შედეგით კმაყოფილება ვიგრძენი, გარდა ამისა მახსოვს სამი სიტყვა „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

    სხვებისაგან  გამორჩეული  ვარ  იმით,  რომ  ვარ  ეკა  ბობოხიძე.  სწორედ  ესაა  რაც განსაკუთრებულს მხდის, მე ვარ მე.

    ერთი  რამ  რაც  მინდა,  რომ  იცოდნენ  ჩემს  შესახებ  არის  ის,  რომ  არ  მახასიათებს მიღწეულით კმაყოფილება და ერთ ადგილზე გაჩერება.

    ჩემი ცხოვრების დევიზია არ ვუღალატო პირად ღირებულებებს ყველაზე რთულ სიტუციაშიც კი. უღალატო იმას, რაც შენთვის ღირებულია, ნიშნავს აღარაფერი ფასეული და საპატივცემულო აღარ დაიტოვო ამქვეყნად.

    ის რაც შთამაგონებს  არის სიკეთე, უანგარო და მოულოდნელი.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის შრომა, მუდმივი პოფესიული განვითარება.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ეკა ბობოხიძე მეტი ცოდნით, პლუს 5 წლიანი გამოცდილებით

    დეტალურად
  • გიორგი დუდუჩავა

    დაიბადა 1992 წელს, თბილისში. 2009 წელს  დაამთავრა თბილისის პირველი საჯარო სკოლა (წარჩინებით სწავლისთვის მიიღო ვერცხლის მედალი). 2009-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2013 წელს სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (Eurasian and Caucasus studies).

    სკოლაში სწავლის პერიოდში იყო არაერთი სატელევიზიო ინტელექტუალური გადაცემის მონაწილე თუ გამარჯვებული („ყველაზე ჭკვიანი“; „ეტალონი“; „ევროკლასი“; „რვანი“).  ასევე არის არაერთი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული.

    2009 წლიდან მოყოლებული იყო არაერთი საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე თუ გამარჯვებული. 2012 წელს გაიარა სტაჟირება რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში.

    სამეცნიერო ინტერესები:  მედიის როლი საზოგადოებაში, განვითარების თეორიები, საჯარო პოლიტიკა, სოციალური მოძრაობები.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“... ძალიან გამიხარდა, ამ პროექტში მონაწილება ჩემთვის დიდი სტიმულია და მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ის ცოდნა და შესაძლებლობები, რასაც პროექტი „50 საჯარო მოხელე” იძლევა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ... ყოველთვის ვსვამ კითხვებს, არასდროს ვიღებ ფაქტებს მოცემულობად თუკი ბოლომდე გარკვეული არა ვარ მათ არსში.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ...მჯერა, რომ ადამიანებს აქვთ უნარი იყვნენ უკეთესები.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: დევიზებით ცხოვრება არ მიყვარს, თუმცა ძალიან მომწონს რენე დეკარტის ფრაზა: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.

    ის რაც შთამაგონებს  არის... სირთულეების დაძლევის სურვილი, როცა რაიმე პრობლემას ვხედავ ან რაიმე ისეთს, რაც არ მომწონს ყოველთვის მინდა გამოვასწორო არსებული მდგომარეობა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის... მინდა ვიყო წარმატებული და ბედნიერი, მთავარია სურვილი და შრომა.

    ძნელია თქმა იმისა თუ რა იქნება მომავალში, ძალიან მინდა ვიყო საჭირო და სასარგებლო ადამიანი საზოგადოებისა და ჩემი ოჯახისათვის და ასეც იქნება.

     

    დეტალურად
  • გულიკო ფერაძე

    დაიბადა 1993 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა  ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში.  ამავე წელს  სწავლა გაარძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, კერძო სამართლის მიმართულებით.

    2013-2015 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის მენეჯერად. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში - საერთაშორისო ტესტირების ცენტრის ადმინისტრატორად. დაინტერესებულია სამართლის ისტორიით და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები სამართალმცოდნეობის სფეროში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

     

    როდესაც გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, რა თქმა უნდა, სიხარულის  განცდა დამეუფლა.დავიწყე გონებაში დაგეგმვა იმისა, თუ რა და როგორ წარიმართებოდა პროექტის განმავლობაში. მქონდა შეგრძნება, რომ ეს იყო ჩემთვის ახალი შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად, განათლების მისაღებად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად.

     სხვებისაგან გამოვირჩევი იმით, რომ მე გამოვირჩევი დასახული მიზნისაკენ ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკისრი ვალდებულებებისადმი.

     ერთი რამ, რაც მინდა რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული ჩემი სამშობლოსა და არჩეული პროფესიის მიმართ.

    ჩემი ცხოვრების დევიზია ცნობილი დალაი ლამას გამონათქვამი - „მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს ის რაც მოსახდენია“. ვფიქრობ, ეს სიტყვები მარტივი ფორმულაა წარმატებისაკენ სავალ გზაზე.  ადამიანმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, საქმის კეთებისას ბოლომდე დაიხარჯოს და შედეგი, რომელსაც მიიღებს სწორედ მისი საქმიანობის ნაყოფი იქნება. მჯერავს, რომ თუკი ყველა საქმის მიმართ ჩემი მზაობა იქნება „გადაჭარბებული“, სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

    ის რაც შთამაგონებს არის ყოველდღიური ცხოვრება და ადამიანების მიმართ სიყვარული. არ ვთვლი, რომ მჭირდება კონკრეტულ გარემო-ფაქტორებზე ფიქრი იმისთვის, რომ მომეცეს მოტიცავია. ხალხი, რომელთან ურთიერთობაც მაქვს ყოველდღიურად, ამბები რომლებიც ვითარდება ჩემს გარშემო, მაძლევს ძალას და სურვილს ვაკეთო უფრო მეტი წარმატებისაკენ სავალ გზაზე.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის წარმატების მიღწევა როგორც საჯარო, ასევე სამეცნიერო საქმიანობაში.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ქართული სახელმწიფოს სამსახურში. ვეცდები ჩემი ხედვითა და განათლებით ვაკეთო ისეთი საქმე, რომელიც იმ დროისთვის იქნება ქვეყნის წინსვლისათვის სასიკეთო.

     

     

    დეტალურად
  • გიორგი სისაური

    დაიბადა 18 აპრილს 1991 წელს. 2002-2007 წლებში სწავლობდა 199-ე საჯარო სკოლა კომაროვში. 2009-2011 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2011-2015 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე.  2013 წელს მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის პროექტში School Of Entrepreneurship, Business skills lab.2014 წელს მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიკატი FCE. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო 82-ე, საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში. ასევე 2015 წელს მონაწილეობდა 83-ე საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში. 2015 წელს გაიარა პრაქტიკა რუსთავის მერიაში, არქიტექტურულ სამსახურში.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    პროექტში მოხვედრა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად და გამოწვევად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა რომ შესარჩევი ეტაპები წარმატებით გავიარე პროექტში მოხვედრა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ეტაპებს შორის კი ყველაზე შთამბეჭდავი იყო გასაუბრება. სწორედ გასაუბრებაზე დავინახე ის რომ პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ტესტირების შედეგები, არამედ კანდიდატის მსოფლმხედველობა, მიზან დასახულობა, შინაგანი სამყარო და ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნების განვითარების პერსპექტივა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით... ვფიქრობ, სწორედ განვითარებისაკენ სწრაფვამ, მონდომებამ და იდეების სიუხვემ, გამომარჩიეს კანდიდატებს შორის.

    ერთი რამ, რაც მინდა რომ იცოდნენ ჩემს შესახებ.. მინდა იცოდეთ ჩემს შესახებ რომ მე მაქვს იდეები რომელიც არის ღირებული და ღირსი განხორციელებისთვის, სწორედ ეს პროექტი იქნება საშუალება რათა ვისწავლო მათი განხორციელება და საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარმართვა.

    იდეებს რაც შეეხება მინდა გავიხსენო George Bernard Shaw ს აზრი იდეის შესახებ რომელსაც სრულად ვეთანხმები „ თუ თქვენ გაქვთ ერთი ვაშლი და მეც მაქვს ერთი ვაშლი და ჩვენ ამ ვაშლებს გავცვლით მე ისევ ერთი ვაშლი მექნება და თქვენც ისევ ერთი ვაშლი გექნებათ, მაგრამ, თუ მე მაქვს ერთი იდეა და თქვენც გაქვთ ერთი იდეა და ჩვენ ამ იდეებს გავცლით, მაშინ მეც 2 იდეა მექნება და თქვენც შესაბამისად 2 იდეა“.

    ის რაც შთამაგონებს  არის... ჩემთვის შთაგონება შეუმჩნეველ დეტალებშია რომელიც რეალურად აერთიანებს საერთო სურათს.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის...მომავლის კონცეფცია არის მამოძრავებელი მიზანი, ძალა რომელიც აწმყოში მომავალს ქმნის.

    ხუთი წლის შემდეგ მე ვიქნები 5 წლიანი გამოცდილელბის მქონე საჯარო მოხელე

    დეტალურად
  • ლევან ვაჩიბერიძე

     დაიბადა თბილისში, 1993 წლის 30 იანვარს. განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2015 წელს მას მიენიჭა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. ამავე წელსვე მან ჩააბარა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ზარის დამთავრებისთანავე საკუთარ თავს ხმამაღლა მივულოცე

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ყოველთვის შემიძლია უსარგებლო ნივთსაც კი რაიმე დანიშნულება მოვუნახო

    ჩემი ცხოვრების დევიზია: თუ ფსკერზე დაშვებამდე დანებდები წარმატებას ვერასდროს მიაღწევ

     ის რაც შთამაგონებს  არის...  მომავალზე ფიქრი

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის... რა არის კონცეფცია?

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები... მიზანთან ბევრად უფრო ახლოს ვიდრე ამჟამად ვიმყოფები

    დეტალურად
  • იაკობ ჯავაშვილი

      დაიბადა ქალაქ თბილისში 1992 წელს. განათლება მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში. 2015 წელს მას მიენიჭა ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკაში. ამავე წელს იაკობი ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების  სამაგისტრო პროგრამაზე.

    იაკობ ჯავაშვილმა 2012 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა სახელმწიფო დასაქმების პროექტში Summer Job - ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმუშავა ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტად. 2013-2014 აკადემიური წლის პერიოდში იყო საერთაშორისო სკოლა Queen Victoria British International School-ის ინფორმატიკის პედაგოგი. 2014 წელს გაიარა სამთვიანი სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში. 2013 წლიდან იაკობი, როგორც IT მკვლევარი ჩაერთო ევროკავშირის პროექტში TEMPUS-JPHES-543802 “Establishment of Multidisciplinary Innovative Centres for the Development of Virtual Laboratories (MICVL) in Biology and Medicine”.

    ფლობს ინგლისურ ენას.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, გამიხარდა და სიამაყით ავივსე, რომ მოვხვდი რჩეულ ორმოცდაათ ახალგაზრდას შორის.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ვარ მიზანსწრაფული და კარგად მაქვს გააზრებული, რომ მაღალი მიზნები სირთულეების გადალახვით მიიღწევა, რისთვისაც ყოველთვის მზად ვარ.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ დიდი მონდომებით და სიყვარულით.

    ჩემი ცხოვრების დევიზია:დღეს გააკეთე ყველაფერი შესაძლებელი, რომ ხვალ შეძლო შეუძლებელი.

    ის რაც შთამაგონებს  არის არა რომელიმე ერთი კონკრეტული მოვლენა, საგანი ან ადამიანი, არამედ ჩემი ცხოვრების მანძილზე შთავუგონებივარ ხან ჩემი ოჯახის წევრებს, ხან მეგობრებს, უცხო ადამიანებს, ბუნებაში სეირნობას, მოგზაურობისას ნანახ ლამაზ ადგილებს, საინტერესო ლიტერატურას, კარგ ფილმს...

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის შემდეგი: ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის მთავარი მიზანია იყოს ბედნიერი. მას ძებნა არ სჭირდება. ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის გვჭირდება, უკვე გვაქვს. უბრალოდ, უნდა შევძლოთ გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც ჩვენი ბედნიერების გამოვლინებას უშლის ხელს. 

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ჩემი ქვეყნისწარმატებული მოქალაქე.

    დეტალურად
  • ანანო კიკალეიშვილი

     დაიბადა 1993 წლის 25 იანვარს, ზოგადი განათლება მიიღო ქალაქ რუსთავის #24-ე საჯარო სკოლაში. 2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. ამავე წელს სწავლა განაგრძო სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

    2015 წლის ოქტომბრიდან არის პროექტში „50 საჯარო მოხელე“ . მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროექტში, მათ შორის,ბოლო-„ სტუდენტები თვითმართველობისთვის“. 2014 წელს იყო ისრაელის დელეგაციის მოხალისე/ატაშე ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატში, მესამე ლიგა. გატაცებული იყო სკაუტინგით და წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სკაუტური  მოძრაობის ორგანიზაციის აქტივობებში.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. დასაწყისშივე ვაანალიზებდი პროექტის მნიშვნელობას ჩემი პიროვნული და პროფესიული ზრდისათვის, შესაბამისად, მაქსიმალურად მოტივირებული ვიყავი. ახლა უკვე ორმაგად მიხარია, რადგან ყოველდღიურად სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვმუშაობ 49 ძალიან ჭკვიან, მიზანდასახულ თანაგუნდელთან და საუკეთესო ტრენერებთან ერთად.

    ხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვსაუბრობ. შესაბამისად, ჩემი ყოველი სიტყვა და ქმედება მაქსიმალურად გააზრებული და გაანალიზებულია.

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები ადამიანთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ყველა ადამიანი თავისთავად პატივსაცემი და ღირებულია.

    დევიზი: „ჩვენი ძირითადი მიზანი ცხოვრებაში არის სხვების დახმარება. და თუ ეს არ შეგიძლია, სულ ცოტა არ უნდა ავნო მათ“. Our prime purpose in this life is to help others. And if you can't help them, at least don't hurt them.
    (დალაი ლამა)

    ის, რაც შთამაგონებს,  არის  სიყვარული და მადლიერება.

    ვფიქრობ, ყველა ადამიანი ისწრაფვის უკეთესი მომავლისკენ, ჩემი მომავლის კონცეფციაც, განზოგადებულად, მსოფლიო მშვიდობას , ხალხთა შორის მეგობრობას, საყოველთაო კეთილდღეობას ეფუძნება. განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური კულტურისა და მართლშეგნების მქონე საზოგადოების არსებობას, რომელმაც ზუსტად იცის რა, რატომ, როდის და როგორ სურს.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ისევ პროფესიულ საქმიანობაზე ორიენტირებული, უფრო მეტად მოტივირებული და პოზიტიური ცვლილებებით დაინტერესებული. ზუსტად შევძლებ დროისა და რესურსების მართვას. განვაგრძობ წინა წლების განმავლობაში დაგროვებული იდეების განხორციელებას და ცოდნის   რეალიზებას, ახლის შეძენის პარალელურად.

     

     

    დეტალურად
  • მარიამ ჯამაგიძე

     დაიბადა ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლაში, წარჩინებით. სკოლის პერიოდში იგი მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, კერძოდ: ეკონომიკისა და ბიზნესის რეგიონალური ოლიმპიადა - „Global Business Ethics Program“, პირველი ადგილი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე, მესამე ადგილი SFCF-ის („Sais Francais, Connais Francais“) ზეპირ და წერით კონკურსში: „Journee Internationale de la Protection de l’Enfant“; მესამე ადგილი თბილისის ინტერაქტ-კლუბის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში - „ჰორიზონტი“ და მესამე ადგილი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიადაში პროექტით - „ბუნებრივი კატაკლიზმები და მოსახლეობის უსაფრთხოება“.

     ამის შემდგომ, მან სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და 2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. 2014 წლიდან დღემდე, იგი სწავლობს ამავე უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტში, მაგისტრატურის მეორე კურსზე, სადაც აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო პროექტებში: „სასტუმრო ინდუსტრიის კვლევა დაბა ბაკურიანში“ და „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული პოპულარიზაცია (რაჭის მაგალითზე)“

     უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მარიამ ჯამაგიძემ გაიარა სტაჟირება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოში, ასევე, სტაჟირება ტურ-ოპერატორის პოზიციაზე ტურიტულ კომპანიაში „Fresh Tour“ და ამავე მიმართულებით, მან მიიღო სამუშაო გამოცდილება ტურიტულ კომპანიაში „Elit Travel Georgia“, მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე. გარდა ამისა, მას აქვს სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებითაც შ.პ.ს.-ში „Georgian Fashion Group“.

    ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, მივხვდი, რომ ნებისმიერი წარმატება დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე - იყოს წარმატებული.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მაქვს საკუთარი შინაგანი სამყარო, რომელსაც ჩემი უნიკალური გამოცდილება განაპირობებს.

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მიყვარს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

    ჩემი ცხოვრების დევიზია - „სრულყოფილება დეტალებშია“.

    ის, რაც შთამაგონებს არის ყველაფერი ის, რაც მე მეხმარება წინსვლაში.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის ფრაზა - გააგრძელე სვლა ყველაფრის მიუხედავად.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი გარშემომყოფთა ბედნიერებით.

    დეტალურად
  • ალექსანდრე ძნელაძე

    დაიბადა 1990 წელს ქ. თბილისში. განათლება მიღებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2012 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტის დარგში. ფლობს ინგლისურ  და რუსულ ენებს.

    ამ პროექტმა გარდა იმისა, რომ მომცა ჩემი კვალიფიკაციის ამაღლების შანსი, შემძინა ბევრი ახალი და კარგი მეგობარი, როგორც მონაწილეები, ისე ორგანიზატორები. ყოველი მათგანი განსხვავებულია. სხვადასხვა სპეციალობები, უნარები, პიროვნების ხასიათები. პროექტის დასაწყისშივე ადვილად დავახლოვდით და საკმაოდ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. მეგონა რომ კონკურენცია იქნებოდა პირველობაზე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ყველა ერთ გუნდად მუშაობს და გამარჯვებული ყველა ერთადაა. ყველას თავისი წვლილი შეაქვს გუნდის წინსვლაში, ზოგს თავისი კრეატივით, ზოგს კი საქმის კეთების ენთუზიაზმით.

    როდესაც გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, გამიხარდა. დაინტერესებული ვიყავი ამ პროექტის აზრით, ვინაიდან ასეთი პროექტი პირველად ტარდება საქართველოში.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: “ყოველ დღე გააკეთე ისეთი რამ, რისიც გეშინია.” - ელეანორ რუზველტი.

    რამდენიმე წლის შემდეგ შევძლებ, რომ ვიყო საზოგადოების განვითარებისა და მშვიდობიანი ცხოვრების სამსახურში.“

     

    დეტალურად
  • ქეთევან პაპელიშვილი

    დაიბადა 1990 წელს , ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წელს მიენიჭა ბიზნესისადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, ფინანსების სპეციალობითასევე,დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა და უკვრავს ფორტეპიანოზე.არის დაოჯახებული და ჰყავს 2 შვილი.

    აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში. 2007 წლიდან მუშაობდა გაყიდვების კონსულტნტისა და მოლარეოპერატორის პოზიციებზე.ფლობს რუსულ დაინგლისურ ენებს.
     
    როცა გავიგე,რომ მოვხვდი პროექტში 50 საჯარო მოხელე“ ძალიან გამიხარდა და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.დავრწმუნდი, რომ ეს იყო ყველაზე სამართლიანი კონკურსი და მე (გავიმარჯვე) მომეცა თვითრეალიზების საშუალება.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ  სტრესულ გარემოში შემიძლია კონცენტრირება და სწრაფად რეაგირება. მაქვს კარგი ინტუიცია და რთულ სიტუაციაში შემიძლია მივიღო ერთი შეხედვით არალოგიკური, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება.

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემ შესახებ არის ის, რომ ვარ მიზანდასახული ადამიანი და მიზნის მისაღწევად ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: „როდესაც ხვდები , რომ მიზანს ვერ აღწევ , ნუ შეცვლი მიზნებს,  შეცვალე ნაბიჯები“ (კონფუცი).

    ის რაც შთამაგონებს  არის  ჩემი ოჯახი და უკეთესი მომავლის არსებობა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის : ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია ,ამიტომ არ უნდა მიჰყვე დინებას და იყო ყოველთვის გამარჯვებული, მაშინაც კი, როცა სხვები ვერ გხედავენ.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები წარმატებული საჯარო მოხელე ქალი, ჩემი  ქვეყნის სამსახურში, განვითარებაზე და უკეთესი მომავლის შექმნაზე ორიენტირებული.

     

    დეტალურად
  • გვანცა ბაქარაშვილი

      დაიბადა 1990 წლის 26 დეკემბერს ქალაქ საგარეჯოში. 2009 წელს დაამთავრა ქ. საგარეჯოს N4 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ტურიზმში.

     

    2011 წელს გაიარა გიდების მოსამზადებელი ტრეინინგ-კურსები ტურისტულ სააგენტოში „Concord Travel“.

    2007 წელს I ადგილი აიღო განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების პროგრამის გუნდურ-ინტეგრირებული პროექტების კონკურსში.

    2005 -2006 წლებში მოიპოვა  I ხარისხის დიპლომი საქართველოს მოსწავლეთა59-ე და მე-60 სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში.

    2005 წელს იყო Peace Corp-ის მიერ ორგანიზებული ეკოლოგიური ბანაკის „Eco-camp“-ის მონაწილე.

    2004 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული   იუნესკოს ასოცირებული სკოლების მოსწავლეთა კონფერენციაში  „ბუნებრივი კატასტროფის შემცირების დღე“.

    2014 წლიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „უნივერსალ კრედიტ გრუპი“.

     ინტერესის სფეროა მოგზაურობა.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

     როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, ვიყავი გახარებული, რადგან ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ჩემს ცხოვრებაში და წინ გადადგმული ნაბიჯი პროფესიულ საქმიანობაში.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით,  რომ მე ვარ ინოვაციური და წარმატებული პროექტის მონაწილე, სადაც შესაძლებლობა მეძლევა განვვითარდე პიროვნულად, გავეცნო საჯარო მოხელის მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობას.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: “იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.”კოკო შანელი

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ არასოდეს მივატოვებ დაწყებულ საქმეს და მივაღწევ დასახულ მიზანს. 

    ის რაც შთამაგონებს  არის ჩემი ოჯახი - ადამიანები, ვისგანაც ვგრძნობ სიყვარულს, ნდობას და თანადგომას.

    ჩემი მომავლის კონცეფცია - ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემს შესაძლებლობებშია. 

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები წარმატებული პიროვნება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს კეთილდღეობაში.

     

    დეტალურად
  • თეკლე ბოჭორიშვილი

       დაიბადა 1992 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში. მიიღო უმაღლესი განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი - ფილოლოგიის მიმართულებით. 2014-2015 წლებში იმუშავა საბაკალავრო ნაშრომზე - „ვაჟა-ფშაველა როგორც ეგზისტენციალისტი“. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა ,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი- XXI-ს“ მხარდაჭერით ჩატარებულ ტრენინგში - გენდერი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. 2010 წელს გაიარა ინგლისურის , როგორც უცხო ენის, კურსები  საერთაშორისო სახლის თბილისის ფილიალში (International House). 2015 წელს თეკლემ გაიარა სტაჟირება საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირში.  2014-2015 წლებში- გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში. 2012 წელს , სტუდენტთა დასაქმების პროგრამის- „Summer Job”-ის ფარგლებში, იმუშავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ -  დამეუფლა უცნაური განცდა-სიხარულის, პასუხისმგებლობის, სიამაყის და კიდევ სხვა ისეთი გრძნობების ნაზავი, რომელთა გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია- უბრალოდ უნდა იგრძნო.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე - არასდროს ვნებდები. მჯერა, რომ არ არსებობენ დამარცხებულები. არიან მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ნებდებიან და არჩევენ დამარცხებას.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის - ის, რომ მაქვს განსაზღვრული მიზნები, რომლებსაც მივაღწევ აუცილებლად, რადგან მჯერა, რომ ყველაფრის განხორციელებაა  შესაძლებელი. ცხადია იქნება სიძნელეები, თუმცა რაც უფრო დიდია ბარიერი, მით მეტია მისი გადალახვით მიღებული სიამოვნება.

    ჩემი ცხოვრების დევიზია - “An eye for an eye makes the whole world blind” © Gandhi  “Per aspera ad astra” (ლათინური სენტენცია, “სირთულეებით აღსავსე გზით ვარსკვლავებისკენ.“

    ის რაც შთამაგონებს  არის - ყოველდღიური ურთიერთობები, ადამიანები და მათი ისტორიები, რომლებიდანაც, ვფიქრობ, ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის - "მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ არ არსებობს ბედნიერება მოქმედების გარეშე" © დიზრაელი, სწორედ ამ პრინციპით წარვმართავ ჩემს ცხოვრებას.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები - კიდევ უფრო წარმატებული, მაშასადამე, კიდევ უფრო ახლოს დიდ მიზნებთან.

     

    დეტალურად
  • დავით ლომაძე

       დაიბადა 1990 წლის 24 ნოემბერს, ქალაქ სოხუმში. განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 2010 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის, AIESEC-ის, გაცვლით პროგრამაში, რის ფარგლებშიც, პოლონეთის სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ატარებდა ტრენინგებს 2 თვის მანძილზე, თემებზე: კომუნიკაცია, დროის მართვა, მოლაპარაკებების წარმართვა. 2011 წელს, ზაფხულის პერიოდში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია, "ალდაგი ბისიაი"_ში, გარე გაყიდვების აგენტად. 2013 წელს გაიარა სტაჟირება სადისტრიბუციო კომპანიაში RevoGroup_ში, მარკეტერის პოზიციაზე. 2014 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა ასოციაციაში, გაყიდვების განყოფილებაში. ამჯერად სწავლობს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 

    პროექტში მოხვედრა ჩემთვის  სასიხარულო იყო, რადგან მოვახერხე დიდი კონკურენციის დაძლევა და აღმომაჩნდა ის მონაცემები, რაც ჭირდება პირველ რიგში პროექტს, ხოლო შემდგომ საჯარო სამსახურს.

    ყველა ადამიანი ინდივიდია და აქვს განსაკუთრებული თვისება, რაც სხვებისგან გამოარჩევს, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ჩვენ უნდა ვეძიოთ განსხვავებებს, არამედ მსგავსებებს, რომ შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა. ეს 50 ადამიანი ვგავართ ერთმანეს შრომისმოყვარეობით, მიზანსწრაფვით, კეთილსინდისიერებით და ერთსულოვნების შეგრძნებით.

    ცხოვრებაში ორი დევიზით ვხელმძღვანელობ: პირველი არის, „იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა ნახო სამყაროში“ [მაჰათმა განდი], რაც ნიშნავს, რომ თუ გვინდა რამე შეიცვალოს, პირველ რიგში ჩვენ უნდა შევიცვალოთ; ხოლო მეორე დევიზი, არის ინგლისური გამონათქვამი „არაფერია დამთავრებული, სანამ არ დამთავრებულა“, რაც ნიშნავს, რომ ნაადრევად  არ უნდა დავნებდეთ.

    შთაგონების წყარო ჩემთვის არიან ჩემი მშობლები, რადგან ცხოვრების რთულ პერიოდში, ერთად, შეძლეს სირთულეების დაძლევა და როდესაც დაკარგეს ყველაფერი, ხელახლა შეძლეს ფეხზე დადგომა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის გავეცნო საჯარო სამსახურის სპეციფიკას, გამოვიყენო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მაღალპრიორიტეტული პრობლემების დასაძლევად. მინდა ჩამოვაყალიბო მენეჯმენტის სტანდარტი, სადაც თანამშრომლების მოტივირება და განვითარება იქნება მთავარი საშუალება სირთულეების დასაძლევად. შემდგომ მსურს, რომ ჩემი გამოცდილება გავუზიარო მომავალ საჯარო მოხელეებს.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოხელე.

    დეტალურად
  • ქამრან მამედოვი

    დაიბადა 1990 წელს, ქალაქ მცხეთაში. 2007 წელს დაიწყო სწავლა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2011 წელს მას მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2012-2013 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე, 2013-2014 წლებში ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში საჯარო მართვის სამაგისტრო კურსზე (რუმინეთი). ამჟამად წერს სამაგისტრო ნაშრომს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე.

    2012-2013 წლებში იყო მსმენელი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

    2011 წელს გადიოდა სტაჟირებას საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2012 წელს მუშაობდა საქართველოს მთავრობის სახლში, ქალაქ ქუთაისში. 2014-2015 წლებში მუშაობდა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიულ დემოკრატიისათვის“ (NIMD)სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში პროექტის ასისტენტად, ამავე პერიოდში მუშაობდა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში.

    ფლობს ინგლისურ და თურქულ ენებს.

    როცაგავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, მივხვდი, რომ იწყებოდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო, ცოდნით დატვირთული და ახალი შესაძლებლობების ეტაპი.  

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ვარ შრომისმოყვარე, ნოვატორი და შეუპოვარი. ეს სამი თვისება მაძლევს ძალას, რომ ახლებურად შევხედო საკითხებს, დავუპირისპირდე არსებულ კლიშეებს და სტერეოტიპებს და დაუღალავად ვიმუშაო იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის მიყვარს შეკითხვა „რატომ?“

    ჩემი ცხოვრების დევიზია: The time is always Right to do what is right! (ყოველთვის სწორი დროა, იმის გასაკეთებლად, რაც არის სწორი!) მარტინ ლუთერ კინგი.

    ის რაც შთამაგონებს  არის თანასწორობის და თავისულების იდეა და განცდა.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის მე ვარ ჩემი მომავლის არქიტექტორი.

    5 წლის შემდეგ მე მექნება დოქტორის აკადემიური ხარისხი და უნივერსიტეტის პროფესორი ნაციონალიზმის საკითხებში, საჯარო სამსახურში ნოვატორი და თანამედროვე საქართველოს მშენებელი.

     

    დეტალურად
  • ლაშა უსუფაშვილი

    ლაშა უსუფაშვილი დაიბადა 1993 წლის 26 ნოემბერს, თბილსში. 2011 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #51 საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2015 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, პოლიტიკის მეცნიერებაში. ამავე წელს ჩაირიცხა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ჩემ ცხოვრებაში დაიწყო ახალი, სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული ეტაპი, მაგრამ სანამ ამას გავაცნობიერებდი, თავდაპირველად ძალიან გამიხარდა.

    სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ვარ თავდაჯერებული და მიზანდასახული.

    ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის რომ მე მწამს ადამიანი.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთებს დამსგავსებოდა, უფრო ნაკლებია, ვიდრე ადამიანი - პოლ ვალერი

    ის რაც შთამაგონებს  არის...   როგორც ერთხელ ჯონ სტაინბეკმა თქვა, „ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი“ სწორედ ის ადამიანი რომელიც ერთდროულად საშიშროებაც არის და იმედიც არის ჩემი შთაგონება.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის იგივე ჩემი ქვეყნის მომავლის კონცეფცია, რაც დაკავშირებულია მის წარმატებასა და ძლიერებასთან.

    5 წლის შემდეგმე ვიქნები იქ სადაც ყველაზე მეტად გამოვადგები ჩემს ქვეყანას.

     

    დეტალურად
  • გუგა აბდუშელიშვილი

    დაიბადა 1993 წელს ქალაქ თბილისში. 2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2013–2014 წლებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და იმარჯვებდა სხვადასხვა იურიდიულ კონკურსში. ამავე პერიოდში გაიარა პრაქტიკა საადვოკატო კომპანიაში და 2015 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, ვიგრძენი სიხარული და პასუხისმგებლობა. უნდა ვაღიარო, საჯარო სამსახურის სპეციფიკაზე არასდროს მქონდა დიდი ინფორმაცია და აქედან გამომდინარე, არც იყო ის ჩემი საოცნებო ადგილი დამკვიდრებისთვის. თუმცა წიგნის განსჯა მისი ყდით არ შეიძლება. ამიტომ გადავწყვიტე, ბედი მეცადა და ახლოდან შემეხედა ამ სფეროსთვის.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მაქვს თავდაჯერებულობისა და მოკრძალებულობის ეფექტური შეხამება. ვარ გულწრფელი, არ მეშინია საკუთარი სისუსტეების ამოცნობის და მათ გაუმჯობესებაზე მუშაობის.

    ერთი რამ რაც მინდა, იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მაქვს საკმაო ნებისყოფა იმისა, რომ არასდროს დავნებდე და მუდამ გავაგრძელო წინსვლა. როგორც ამბობენ, მთავარი ის კი არაა, რამდენჯერ წაიქცევი, არამედ ის, თუ რამდენჯერ წამოდგები.

    5 –10 წლის შემდეგ მე ვიქნები იმ გუნდის წევრი, რომელიც იმუშავებს ქართული ბიზნეს სამართლის გაუმჯობესებაზე, რათა არსებობდეს უკეთესი შესაძლებლობები სახელმწიფოში მატერიალური დოვლათის შესაქმნელად.

     

    დეტალურად
  • ირმა კილასონია

    დაიბადა 1990 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2013 წელს მას მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ევროპისმცოდნეობაში.

    2015 წელს გახდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტ  „50 საჯარო მოხელის“ მონაწილე.

    ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

     

    როდესაც გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, მივხვდი, რომ დაიწყო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და  წინ  თავგადასავლებით სავსე დღეები მელოდა,რომ ამ პროექტიდან უნდა მიმეღო მაქსიმუმი, რაც გამომადგებოდა კარიერული წინსვლისთვის.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მსურს ყველაფერს მივაღწიო ჩემი შრომით და მზად ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარო დასახული მიზნისკენ.

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემ შესახებ არის ის, რომ არ მიყვარს დაწყებული საქმის შუა გზაზე  მიტოვება, რადგან  ვგრძნობ პასუხისმგებლობასა და ერთგულებას ამ საქმისა და მასში ჩართული სხვა ადამიანების წინაშე.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: ყველაფერი ჩვენს ხელშია, ასე რომ არ ღირს ხელების ჩამოშვება. ყველაფერი გამოვა, მთავარია მონდომება და ბევრი მუშაობა!

    ის, რაც შთამაგონებს არის ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ნებისმიერი სირთულის დროს ჩემს გვერდით არიან და მმატებენ ძალას გარკვეული ბარიერების გადასალახად.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი და  ქვეყნის სამსახურში მყოფი წარმატებული  საჯარო მოხელე.  

    დეტალურად
  • ანა პიპინაშვილი

    ანა პიპინაშვილი დაიბადა 1993 წლის 9 ივლისს, ქ. თბილისში.  2011 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100 %-იანი დაფინანსებით. 2015 წელს მას მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით.

    ბაკალავრიატის პერიოდში მიიღო მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ჩატარებულ ონლაინ ლექციებში, თემაზე: „U.S. FOREIGN POLICY“ .

    2015 წელს გაიარა პრაქტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტში.

    ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე’’ დავინახე, რომ შრომა ფასდება, ვიგრძენი მოტივაცია მომავალი გეგმების შესასრულებლად და კიდევ უფო მეტი პასუხისმგებლობა ხალხის, საკუთარი თავის მიმართ.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე არასდროს ვკარგავ უკეთესი მომავლის იმედს და მჯერა, ადამიანი თავად უნდა იყო ის ცვლილება, რომელსაც ელი  საზოგადოებისგან.

    ერთი რამ რაც მინდა, იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ხშირად ქუჩაში სეირნობისას მიჩნდება სურვილი ღიმილით მივესალმო უცნობ ადამიანებს, გამოველაპარაკო თუნდაც უბრალოდ კომპლიმენტი ვუთხრა და გავცვალო მათთან თბილი ემოცია. მიყვარს ყველა ქართველი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი,  შეიძლება ისინი ჩემთვის უცნობები იყვნენ, მაგრამ არა უცხოები.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: არ შეგეშინდეს დამარცხების, გარისკე და ყოველთვის დარჩი საკუთარი ღირებულებების ერთგული – ეს არის გზა წარმატებისკენ. მე ვარ მე !

    ის, რაც შთამაგონებს არის: გამორჩეულ ადამიანთა ცხოვრება, სულიერად ძლიერი პიროვნებების ისტორია, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეს, მცდელობებს,  სირთულეებს. ილია ჭავჭავაძე და მსგავსი სულისკვეთების ადამიანები, რომლებიც მუდმივად ეძებდნენ გამოსავალს სიტუაციიდან და არა გამართლებას, არიან საკუთარი ღირებულებებისა და იდეის ერთგულნი. 

    ჩემთვის ყოველი მომდევნო დღე სამომავლო კონცეფციად მოისაზრება. მიზანს პლიუს მოქმედება განსაზღვრავს მომავალს, თავისუფლება, სიმართლე, შრომა და სულიერი სიმშვიდე – აი ესაა მთელი ჩემი ცხოვრების კონცეფცია.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოხელე

     

    დეტალურად
  • ირაკლი ახალკაციშვილი

       ირაკლი ახალკაციშვილი დაიბადა 1992 წელს ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი არქეოლოგიის სპეციალობით, ხოლო ამჟამად არის მაგისტრანტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. ფლობს ინგლისურ ენას.

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც სხვა 49 ადამიანთან ერთად შემარჩიეს და მომცეს შანსი გავმხდარიყავი საუკეთესო პროექტის მონაწილე.

    სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე დასახული მიზნის მისაღწევად ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემ შესახებ, არის ის, რომ სამაგიეროს არავის ვუხდი.

    ჩემი ცხოვრების დევიზია: თუ შენი ბედნიერებისთვის არ იღწვი, მაშინ იღვაწე სხვათა გასაბედნიერებლად. 

    ის, რაც შთამაგონებს, არის ღმერთისა და ადამიანების სიყვარული; ასევე პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე. 

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები წარმატებული საჯარო მოხელე!

     

    დეტალურად
  • თამარ მჭედლიშვილი

    დაიბადა 1993 წელს ქ. თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს, მან გაიარა სტაჟირება „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში“ და სს გეს „საქრუსენერგოში“. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

     

    როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ბედნიერებასთან და სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობის გრძნობაც გამიჩნდა მათ წინაშე, ვინც ჩემში პერსპექტივა დაინახა და მომცა საშუალება გავმხდარვიყავი ამ პროექტის მონაწილე.

    ყველა ჩვენგანში არის რაღაც, რაც ერთმანეთისგან გამოგვარჩევს. ჩემს შემთხვევაში ეს, ალბათ, არის გარემოს ჩემეული არაერთეროვანი აღქმის უნარი, რომელიც მაძლევს საშუალებას დავინახო მონეტა არა ერთი ან ორი მხრიდან, არამედ სამ განზომილებაში.

    ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მე შემიძლია გავაკეთო იმაზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჩემი ცხოვრების დევიზია: „იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია – ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი“. პლატონი.

    რაც შთამაგონებს არის ყველაფერი ის, რაც ჩემში ძლიერ ემოციას იწვევს. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც რთული წინააღმდეგობის მიუხედავად მტკიცედ დგას ფეხზე; ასევე შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ბუნება, მუსიკა, კინო, თეატრი და ა.შ.

    ჩემი მომავლის კონცეფცია არის მივაღწიო ყველა ჩემს დასახულ მიზანს.

    5 წლის შემდეგ მე ვიქნები ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც ეყვარება თავისი საქმე და კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას საჯარო სამსახურში.

     

     

     

    დეტალურად