ორმოცდაათი საჯარო მოხელე

პროგრამაში გათვალისწინებული თითოეული კურსი ფოკუსირებულია თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკაზე, აქტუალურ საკითხებზე. პროექტის მონაწილეები შეძლებენ გაიაზრონ ის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურის თავისებურებებთან და საჯარო მმართველობასთან.

გადამზადების მიმართულებები

მიზანი

პროფესიული განვითარების ტრენინგები

  1. სამართლის ზოგადი კურსი (6 მოდული)
  2. საჯარო სამსახურის სისტემა
  3. საჯარო მოხელეთა ეთიკა
  4. ინფორმაციის საჯაროობა და პერსონალური მონაცემების დაცვა
  5. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა საჯარო მართვის კონსტიტუციური საფუძვლები − მმართველობის დონეები − სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა
  6. სამართლებრივი წერა (გადაწყვეტილების, დასკვნის, სამსახურებრივი მემოს მომზადება)
  7. საერთაშორისო ორგანიზაციები

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ძირითადი პრინციპების, ცნებებისა და ინსტიტუტების, ასევე, საჯარო სამსახურში მოქმედი სპეციალური ნორმების გაცნობით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას,  მართლშეგნების ამაღლებას, საჯარო სამსახურის სისტემაში ორიენტაციისა და დამკვიდრებისათვის სათანადო ცოდნით აღჭურვას.

პიროვნული განვითარების კურსები

  1. მომსახურების მართვა საჯარო სამსახურებში
  2. კომუნიკაციის მართვა
  3. საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები
  4. სტრესის მართვა
  5. დროის მართვა
  6. პროექტების მართვა
  7. კონფლიქტის მართვა და მოლაპარაკების წარმოება
  8. გადაწყვეტილების მიღება
  9. ემოციური ინტელექტის განვითარება (ემოციური ინტელექტის დონის განმსაზღვრელი ტესტირება კურსამდე და კურსის ბოლოს, რათა მონაწილეებმა იმუშაონ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე და ბოლოს გაიზომოს პროგრესი).

პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარების გზით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს  პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და პირადი რესურსების ეფექტიან მართვაში.

ორგანიზაციული განვითარების კურსები

  1. ზოგადი მენეჯმენტი
  2. ლიდერობა და გუნდის მართვა
  3. სტრატეგიული დაგეგმვა
  4. ორგანიზაციული სტრუქტურა და ცვლილებების მართვა

 

ლიდერული პოტენციალის  განვითარებისა და ორგანიზაციული მართვის პროცესების გაცნობის გზით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, განახორციელონ საზოგადოებისათვის პოზიტიური ცვლილებები.

ქოუჩინგის პროგრამა

ინტენსიური ქოუჩინგის პროგრამა „მომავლის არქიტექტორი“. ტრანსფორმაციული ქოუჩინგის საკითხი ახალია საქართველოსთვის და, ფაქტობრივად, არ გამოიყენება საჯარო მოხელეთა განვითარებისთვის. ახალგაზრდებთან ამ მიმართულებით იმუშავებს ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი.

 

ინტენსიური ქოუჩინგის პროგრამის გამოყენებით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გათავისუფლდნენ ბარიერებისაგან, რაც მათ ხელს უშლის განვითარებასა და მიზნების რეალიზებაში. ასევე, დაისახონ მიზნები, დაგეგმონ მომავალი,  სხვა კუთხიდან დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები,  გაიაზრონ  საკუთარი მოთხოვნილებები, ღირებულებები, მოტივაცია და ინტერესები.

გუნდის ფორმირება

წარმატებულ კანდიდატთა გუნდის განვითარება მნიშვნელოვანია ადაპტაციისა და მომავალი ერთობლივი მუშაობისათვის.

გუნდის ფორმირების ტრენინგისა და სხვადასხვა ღონისძიების გამოყენებით ხელი შევუწყოთ წარმატებული ახალგაზრდების გუნდის შეკვრას, გუნდში კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნას, გუნდის წევრებს შორის მიმღებლობის გაზრდას და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას, ასევე, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

NLP ლიდერობის მასტერკლასი

NLP ლიდერობის მასტერკლასი არის ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ახალგაზრდებისთვის. მასტერკლასს ჩაატარებს მოწვეული ექსპერტი − საერთაშორისო სერტიფიცირებული ინგლისურენოვანი ტრენერი.

NLP ლიდერობის მასტერკლასის გამოყენებით  დავეხმაროთ ახალგაზრდებს გრძელვადიანი, სტაბილურად მაღალი შედეგების მიღწევასა და ლიდერული შესაძლებლობების განვითარებაში.

საჯარო ლექციები

საჯარო ლექციების ფარგლებში მონაწილეებს შეხვდებიან წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან (ბიზნესი, პოლიტიკა, მეცნიერება და სხვ.). მოწვეული სპიკერები მსმენელებს გაუზიარებენ გამოცდილებას, მისცემენ რეკომენდაციებს და გააცნობენ საკუთარ ხედვას საჯარო სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით. გარდა ადგილობრივი ექსპერტებისა, მსმენელებს შეხვდებიან მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები.

 

საჯარო ლექციების ორგანიზებით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს  წამყვანი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციების მიღებაში.

 

ისტორიული ადგილების მონახულება

პროექტის ფარგლებში, საჯარო ლექციების ფორმატში, დაგეგმილია ისტორიკოსების მოწვევა, ასევე, საქართველოს ისტორიული ადგილების მონახულება.

ისტორიული ადგილების მონახულებით ხელი შევუწყოთ მსმენელებს, გააცნობიერონ გლობალიზაციის ერაში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მისი განვითარებისა და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.

კონფერენცია

კურსის ბოლოს გაიმართება კონფერენცია, რომელიც მონაწილეებს  მისცემს საშუალებას, ჟიურის წინაშე წარადგინონ თემატური პრეზენტაცია. ნაშრომები გამოიცემა სახელმძღვანელოს/კრებულის სახით. მონაწილეებს სუპერვიზიას გაუწევენ სასწავლო პროცესში მოწვეული ტრენერები/ექსპერტები (მენტორები).

სამუშაო შეხვედრები − რეფერატების სამუშაო ვერსიების განხილვისა და გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება გასვლითი ვიზიტი − სამუშაო შეხვედრა.

რეფერატებზე მუშაობის პროცესით მენტორის სუპერვიზიით, ასევე, უშუალოდ კონფერენციაზე პრეზენტაციების წარმოდგენის გზით ხელს შევუწყობთ პროექტის მონაწილეების ანალიტიკური და წერითი უნარების განვითარებას.

პროგრამის აღწერა