ორმოცდაათი საჯარო მოხელე

  • პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 მონაწილე ინგლისში გაემგზავრება

       იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში (MLS International College) ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა.
       როგორც ამას პროექტის პირობები ითვალისწინებს, სწავლება სრულად ფინანსდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. საუკეთესო მონაწილეები კომპლექსური მიდგომით 6 კრიტერიუმის მიხედვით შეირჩნენ, ესენია: ტესტირების ქულები; კურსზე დასწრების მონაცემები; პროგრესის მაჩვენებელი (ტრენინგამდე და ტრენინგის შემდგომი შეფასება); კონფერენციის შეფასება; ტრენერების რეკომენდაციები და სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეთა დასწრება.
       მინისტრმა წარმატებული მონაწილეები საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას პროექტის მონაწილეები, ტრენერები, მონაწილეთა სტაჟირების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
       პროექტი „50 საჯარო მოხელე“ მაღალი შეფასებებით 50-დან 37-მა მონაწილემ დაასრულა. 37 მონაწილიდან 30-მა ახალგაზრდამ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოთხთვიანი სტაჟირება გაიარა, მათგან 22 საუკეთესო კი უკვე დასაქმდა სისტემაში, ხოლო 8-ს გაუგრძელდა სტაჟირება.
    დეტალურად
  • ტრენინგი "სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა"

    31 ოქოტმბერს, 1, 7 და 8 ნოემბერს  პროექტის „50 საჯარო მოხელე“ მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგი „სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა“. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კონსტიტუციის ზოგად დებულებებს,  სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებს და საქმიანობის თავისებურებებს.

     

    ტრენინგს უძღვებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი, ვასილ გონაშვილი. 

    დეტალურად
  • ტრენინგი „ეფექტიანი კომუნიკაცია“

    საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტის − „50 საჯარო მოხელე“ − ფარგლებში    სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ტრენინგი „ეფექტიანი კომუნიკაცია“.

    ახალგაზრდებთან ამ მიმართულებით მუშაობს ლევან ზარდალიშვილი და სასწავლო ცენტრის ტრენერი ნინო ქობალია.

     

    დეტალურად
  • სამართალმცოდნეობის შესავალი

     20, 26, 27 და 28 ოქტომბერს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროექტის - “50 საჯარო მოხელე“, მონაწილებისთვის ჩატარდა ტრენინგი- „სამართალმცოდნეობის შესავალი“.

    ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ სამართლის ყველაზე ფუნდამენტურ ცნებებს, ინსტიტუტებსა და პრინციპებს.

    ტრენინგს უძღვებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი, თამარ ალფაიძე. 

    დეტალურად
  • გასაუბრების ეტაპი დასრულდა!

    კონკურსის სახით შეირჩა 50 ახალგაზრდა, რომლებიც 6 თვის მანძილზე სწავლების ინტენსიურ კურსს გაივლიან.

    ინფორმაცია პროექტის დაწყების თარიღსა და მის განრიგზე:
    14 ოქტომბერს იწყება 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა.
    სწავლება განხორციელდება დღის საათებში - 10:00-17:00 სთ.
    დასწრება სავალდებულოა და გაკონტროლდება
    კურსი მოიცავს ქალაქგარეთ გასვლით ღონისძიებებს.
    გისურვებთ წარმატებებს!

    დეტალურად
  • ინგლისური ენის ტესტის შედეგები

    17 სექტემბერს ჩატარებული ინგლისური ენის ტესტის შედეგები. წარმატებულ კონკურსანტებს შედეგები ეცნობებათ ინდივიდუალურად, 19 სექტემბერს  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 

    იხილეთ ბმული

    დეტალურად
  • პროექტის „50 საჯარო მოხელე“ მეორე ეტაპის შედეგები

    შერჩევის  I ეტაპი:შემოსული განაცხადების საფუძველზე, წარმატებული 457 კანდიდატი  გადავიდა მე-2 ეტაპზე.

     შერჩევის II ეტაპი: ინტელექტის ტესტირება: ინტელექტის ტესტი გაიარა 376-მა აპლიკანტმა. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე,  დაწესდა მინიმალური ზღვარი 28 ქულა, შესაბამისად  308 აპლიკანტი გადავიდა შერჩევის მე-3 ეტაპზე (ინგლისური ენის ტესტი).

    კომენტარი: 79 აპლიკანტი არ გამოცხადდა ინტელექტის ტესტირებაზე. სასწავლო  ცენტრის გადაწყვეტილებით, მათ მიეცათ შესაძლებლობა  გაიარონ კონკურსის მე-2 ეტაპი 16 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფისში მის: ა.პოლიტკოვსკაიას N3 (ყოფილი ჯიქიას ქ.3).

    შერჩევის III ეტაპი: ინგლისური ენის ტესტირება: 2015 წლის 17 სექტემბერს, “ბრიტანეთის საბჭო“ ჩაატარებს ტესტირებას ინგლისურ ენაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფისში.  მის: ა.პოლიტკოვსკაიას N3 (ყოფილი ჯიქიას ქ.3).

    15 სექტემბრის შედეგები

    16 სექტემბრის შედეგები

    დეტალურად
  • ღია კარის დღე

    3 სექტემბერს, 16:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში - ღია კარის დღეზე გელოდებით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის!
    დასვით კითხვები და გაიგეთ ყველაფერი ჩვენს პროექტზე! 
    გადადით ლინკზე და დარეგისტრირდით:https://www.facebook.com/50publicservants/app_320935381338997

     
    დეტალურად