იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
ცენტრის დელეგაციამ, დირექტორ გვანცა ვარამაშვილის ხელმძღვანელობით, ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა. რექტორ ბახშილო ხოჯაევთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული გადამზადების გამოცდილება, იურიდიული კლინიკების ფორმატები და სამაგისტრო საფეხურზე არსებული პრაქტიკული პროგრამები განიხილეს.
სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის, აკადემიური გაცვლითი პროგრამები, სასწავლო მოდულების გაზიარება, ასევე სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება.
