ტრენერები

მაია ხოსიტაშვილი

სოციალური ტრენინგების სამსახურის უფროსი

 

2010 წლიდან დასაქმებულია სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“. 

მიმდინარე საქმიანობა:

ფსიქოლოგიის დოქტორობის კანდიდატი.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი დასოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი, ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

დიდ ბრიტანეთში (ინგლისი), კერძოდ ლონდონის მენეჯმენტის ცენტრსა (LMC) და ბორმუთის საერთაშორისო ბიზნესსკოლაში (BBSI) გაიარა პროფესიული სპეციალიზაცია მენეჯმენტის, ლიდერობის,  ადამიანური რესურსების მართვისა და კარიერის განვითარების მიმართულებით.

საერთაშორისო პროექტების მონაწილე: პროექტის – ,,Social Leader Forum 2014“, კურსდამთავრებული;  პროექტის – ,,Youth Entrepreneurship – Start Up Here” (პოლონეთი), მონაწილე.

 სერტიფიცირებული ტრენერი: გავლილი აქვს ტრენერის (ლონდონის ტრენინგ ცენტრი – „IMPACT FACTORY“), მასტერ ტრენერისა და ტრენერთა განვითარების სპეციალისტის გადამზადება. 2012 წელს მიენიჭა დისტანციური სწავლების ეროვნული სპეციალისტის, ხოლო 2013 წელს – ამერიკის ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (NICHD) ტრენერის კვალიფიკაცია. ამჟამად მუშაობს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერის საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად.

2009 წლიდან ატარებს ტრენინგებს პიროვნული განვითარებისა და ორგანიზაციული მართვის 20-მდე სხვადასხვა საკითხზე. 2017 წლამდე ჩატარებული აქვს დაახლოებით 220 ტრენინგი – 3200-ზე მეტ სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის წარმომადგენელთან.

2008 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციებში შემდეგი მიმართულებებით:

  • პროექტის მართვა;
  • ხარისხის მართვა (ISO 9001; EFQM);
  • სამეცნიერო კვლევები;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა;
  • ადამიანური რესურსის მართვა;
  • მომსახურების მართვა;
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამების მართვა.

 

აქვს სასწავლო/სატრენინგო და კვლევითი მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება. მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია და  სახელმძღვანელო.